მედეა მასწავლებლის საჩუქარი მეხუთეკლასელებს – როცა დამრიგებლისა და მოსწავლეების ინტერესები ემთხვევა
ახალ სასწავლო წელს მასწავლებლები სიურპრიზებით იწყებენ. როგორც გავარკვიეთ, მოსწავლეების გახარება და გაბედნიერება მათთვის 2024-2025 სასწავლო წელსაც პრიორიტეტულია. ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგმა, მედეა ქურდაძემ, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მე-2 საჯარო სკოლაში ასწავლის, მეხუთეკლასელებისთვის საჩუქარი საკუთარი ხელით შექმნა.
კლასის კედელს ახლა ამშვენებს იმ გადაშლილი წიგნების დეკორაცია, რომელიც საგულდაგულოდაა გაფორმებული ნაირ-ნაირი ყვავილებით.
იხილეთ ფოტო:
„ეს კლასი წელს პირველად ავიყვანე. მინდოდა, რამე ორიგინალური, განსხვავებული დამეხვედრებინა ბავშვებისათვის და ამიტომ გადავწყვიტე წიგნებისგან ამეწყო ეს დეკორაცია, რითაც, ვფიქრობ, გავზრდი ბავშვებში წიგნის მიმართ სიყვარულს. კედელზე გამოკრულია ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც მომავალში ვაპირებთ. რაც შეეხება ციტატას, რომელიც კედელზე განსაკუთრებულ ადგილას წარმოვაჩინე – “რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს, სამყარო უკეთესი გახადოს”, არის ჩემი საყვარელი ფილმიდან „ზეციური სამეფო” და მინდოდა, რომ მათ ყოველ დღე ენახათ ეს გენიალური ფრაზა. ვფიქრობ, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამრთლა“, – მოგვითხრო პედაგოგმა.
პედაგოგებისა და არა მხოლოდ მათი სიურპრიზების შესახებ ჩვენ კიდევ მოგიყვებით.
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ
ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი – სპეციალისტი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ