გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, მეორე ტრენინგი გაიმართა
12 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, თემაზე – „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ მეორე ტრენინგი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ გახსნა. ჟან მონეს კათედრის საქმიანობისა და უკვე განხორციელებული აქტივობების შესახებ მოხსენება გააკეთა კათედრის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ტრენინგის თემატურ მიმართულებებზე ისაუბრეს ჟან მონეს კათედრის წევრებმა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტის ოფისის ხელმძღვანელმა, დოქტორანტმა გიორგი მღებრიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის უფროსმა ხატია ხაბაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია, ასევე მოეწყო ჟან მონეს კათედრის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალების ჩვენება.
ტრენინგში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი