GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში სტუდენტებს, მოსწავლეებს, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ აკადემიური სივრცის, არამედ ახალგაზრდების მოტივაციისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას ემსახურება. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ გამოჩენილი ინიციატივა, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული მიღწევები ნათლად ასახავს იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყნის წარმატებულ მომავალს ქმნის. ასევე, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი, იდეები და ინიციატივები გამოავლინონ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გია ბერძნიშვილი; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; გორის #6 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მაკა ნუცუბიძე; ბრეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ეთერ ბერიკაშვილი; გორის #12 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მაკა ლიჩელი; ტყვიავის საჯარო სკოლის წარმომადგენელი, ქალბატონი ნონა პოღოსაშვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერების ფესტივალის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა და საჩუქრები გადაეცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 სტუდენტს, რომელთა ენთუზიაზმმა და შრომამ ამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. მათ შორის არიან: ელენე ცერცვაძე, გიორგი რაზმაძე, ხატია გოდელაშვილი, ლიზი ფალელაშვილი, ლიზი ქარელიშვილი, მარიამ მექვაბიშვილი, მარიამ ტიელიძე, რატი ჩუტკერაშვილი, სალომე მექვაბიძე, ლაშა ნიკოლიშვილი, ლიკა ნარიკაშვილი, მარიამ მოდებაძე, ნია შატაკიშვილი, რატი შუშიაშვილი, სალომე კაკიაშვილი, სალომე ჯაშაშვილი, სოფო ციცაგი, ქეთი სტეფანიშვილი, ციცი გუდაძე, მარიამ სადაღაშვილი, მარიამ ნინიაშვილი, ვლადიმერ თოთლაძე.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში „26 მაისი — გზა თავისუფლებისკენ“ გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები.

გამარჯვებული სტუდენტები:
I ადგილი – გელა სადაღაშვილი;
II ადგილი – ქეთევან ბოლაშვილი;
III ადგილი – ბელა ყულუმბეგაშვილი;
III ადგილი – ანი კორინთელი.

გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები:

ქართულენოვანი ესე:
I ადგილი – ტყვიავის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარ კოლოტაშვილი;
II ადგილი – თბილისის ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ მოსწავლე, ქეთი შუბლაძე;
III ადგილი – გორის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ბედიანაშვილი.

ინგლისურენოვანი ესე:
I ადგილი – ბრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ თედიაშვილი;
II ადგილი – გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლე ბაგრატ ჯაბაური;
III ადგილი – ბრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, გვანცა შატბერაშვილი.

მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტ „ჰუმანიტარული მეცნიერებანი და არტი“-ს მონაწილეებს: მაკა შიუკაშვილს, ქეთევან ლომსაძეს, იზა ხარიბეგაშვილს, გიორგი თანდიაშვილს, ბელა ყულუმბეგაშვილს, ვლადიმერ თოთლაძეს, სალომე მექვაბიძეს, ლანა ჩაგელაშვილს, ნინო გოგიაშვილს, მარიამ ცხოვრებაძეს, მარიამ ურიგაშვილს.

2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა გორის უნივერსიტეტის სპორტსმენი სტუდენტებისთვის.

20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვებული სტუდენტები:

  1. ოქროს მედალი – დავით ჭეჭელაშვილი – საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  2. ვერცხლის მედალი – ნიკა ზანგალაძე – სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  3. ბრინჯაოს მედალი – საბა ღამბაშიძე – სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

ევროპის სტუდენტთა თამაშებზე ძიუდოში გამარჯვებული სტუდენტები:

  1. ოქროს მედალი – თენგიზ ხიდაშელი, სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  2. ვერცხლის მედალი – ალეკო კასრაძე, სპორტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს გადაეცა სპეციალური სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და გივი ხაჩიძის სახელობის სტიპენდია, ხოლო უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით, ევროპის სტუდენტთა თამაშებზე ძიუდოში ოქროსმედალოსანი თენგიზ ხიდაშელი სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს და შემდგომ წარმატებას უსურვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური