GE

გრუნიში Microsoft-ის ავტორიზებული ტესტინგცენტრი დაფუძნდა

გრუნიში ოფიციალურად დაფუძნდა Microsoft-ის ავტორიზებული ტესტინგცენტრი. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ტრენინგცენტრთან – „პროგრესის აკადემია“, თანამშრომლობით და მიზნად ისახავს თანამედროვე IT უნარების გაძლიერებასა და პროფესიული კომპეტენციების აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

პროექტის ფარგლებში მსურველთა პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა Microsoft Excel-ის სასერტიფიკაციო კურსი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის პრაქტიკულობასა და ხარისხს. სასწავლო პროცესი აგებულია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში ეფექტიანად გამოიყენონ.

კურსს უძღვება ზურაბ მუნჯიშვილი, IT სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც 35-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. მისი პროფესიული ბიოგრაფია მოიცავს საქმიანობას ისეთ გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებში, როგორებიცაა: Microsoft-ი და Intel-ი, რაც კურსის სანდოობასა და მაღალ აკადემიურ ღირებულებას ადასტურებს.

Microsoft-ის ავტორიზებული ტესტინგცენტრის ფარგლებში გაიცემა ოფიციალური, საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური