GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა.
GRUNI-ს მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის, ჯანდაცვისა და სამართლის მიმართულებების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა თვითმმართველობის, რეგიონალური განვითარების, განათლების, ხელოვნური ინტელექტის, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების შემზღუდველი პოლიტიკის შესახებ საინტერესო მოხსენებები წარადგინეს.
ახალგაზრდა მკვლევრების მოსაზრებებმა შეხვედრას დისკუსიის ფორმა შესძინა და გრუნის პროფესორების აქტიური მონაწილეობაც განაპირობა.
კონფერენციაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა სამეცნიერო აქტივობებში, დებატებსა და დისკუსიებში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.
ზოგიერთი სტუდენტი პირველად ჩაერთო კონფერენციის მუშაობაში, თუმცა, მათმა პრეზენტირების ხარისხმა, თავდაჯერებულობამ და გადმოცემის უნარმა გრუნის პროფესორების დიდი მოწონება დაიმსახურა.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი