GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება:

2026 წლის 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით

11:00 – 18:00 საათამდე (კვირის გარდა); 202-ე აუდიტორია

მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  • ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
  • CV თანდართული ფორმით;
  • რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია რეგისტრაციის მსურველთათვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 2025–2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის: თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:

კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს დასახელებას;
გადაწყვეტილების ნომერსა და თარიღს;
დიპლომის გაცემის კონკრეტულ თარიღს.

პროგრამებზე დაშვების სპეციალური წინაპირობები

კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება

აუცილებელია:

ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.
სამართალი

აუცილებელია:

სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური