GE

IELTS – ინგლისური ენის ყველაზე პოპულარული საგამოცდო ტესტი

საერთაშორისო ტესტი -IELTS კვლავ რჩება მსოფლიოში, ინგლისური ენის ყველაზე პოპულარულ საგამოცდო ტესტად.

ეს მტკიცდება შედარებითი ანალიზით, რომელიც ტესტირების ცენტრის Students International IELTS-ის განყოფილებაში ჩაატარეს. მიღებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად ანალიტიკოსებმა გამოიტანეს შემდეგი დასკვნები:

• IELTS-ის ტესტს წელიწადში 1 მილიონზე მეტი ადამიანი აბარებს
• ამ მომენტისთვის ტესტი ჩაბარებული აქვს დაახლოებით 10 მილიონ კანდიდატს
• IELTS-ის საგამოცდო ტესტს მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყანა ატარებს და აღიარებს
• მსოფლიოში 6 ათასზე მეტი ორგანიზაცია აღიარებს IELTS-ის ტესტის შედეგებს
• ტესტის სერთიფიკატს ღებულობს 2500-ზე მეტი ორგანიზაცია მხოლოდ აშშ-ში.

წლიდან წლამდე IELTS-ის ტესტი ხდება უფრო პოპულარული. მაგალითად, 2008 წელს ეს ტესტი ჩააბარა 1,2 მილიონმა კანდიდატმა, 2009-ში – 1,4 მილიონმა. ეს აიხსნება ჩრდილოეთ ამერიკაში ერთგვარი ”გარღვევით”, სადაც ადრე ძალიან პოპულარული იყო ადგილობრივი ტესტი – TOEFL. IELTS-ის სერთიფიკატის აღიარება აშშ-სა და კანადის ორგანიზაციებმა და სასწავლო დაწესებულებებმა ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად აღიარეს.

დღეისათვის აშშ-ში თითქმის 1500 უმაღლესი და საშუალო დონის სასწავლო დაწესებულებები აღიარებენ IELTS-ის ტესტის შედეგებს. ნაწილობრივ, აქ შედის ორგანიზაცია Ivy League Schools-ის 7 წევრი (სულ ორგანიზაციაში 8 წევრია), უმეტესობა მათგანი ტოპ-სკოლებია. ასევე, ტესტის შედეგებს აღიარებს ტოპ-25 სასწავლო დაწესებულებიდან უმეტესობა, ვინც სასწავლებლად იღებს უცხოელ სტუდენტებს.

დღითიდღე იზრდება აშშ-ს სასწავლო დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ IELTS ტესტს, როგორც პრიორიტეტულს, ინგლისური ენის სხვა გამოცდებთან შედარებით. რა თქმა უნდა, TOEFL-ის ტესტის ჩამბარებელთა საერთო ჯამი გაცილებით დიდია, ვიდრე IELTS-ის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უკანასკნელი ორჯერ უფრო ახალია ვიდრე TOEFL, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს IELTS-ის ეფექტურობასა და პოპულარობას.

ასე, რომ შეუერთდით სტუდენტთა რიცხვს, ვინც უკვე დაამტკიცა თავისი ინგლისური ენის ცოდნა და მიიღეთ ინგლისურენოვან სამყაროში შესვლის ოფიციალური უფლება.

წყარო:www.guardian.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური