ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ და გივი გეგეჭკორის ლექსი – ქართულში მეორე სესიის საკითხები ცნობილია
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ.
აბიტურიენტების ინფორმაციით, პროგრამულიდან მოვიდა ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”, ხოლო რაც შეეხება არაპროგრამულს – გივი გეგეჭკორის ლექსი – ნუ წახვალ ისე, რომ არავის არ სცე ნუგეში!..
გამოსაცდელების თქმით, თეზისი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებზე დაახლოებით ასე ჟღერდა – “ცრურწმენა ადამიანებს უკარგავს რეალობის, საკუთარი ცხოვრების აღქმის უნარს”.
გივი გეგეჭკორის ლექსის შემთხვევაში კი, როგორც აბიტურიენტები გვეუბნებიან, თეზისი დაახლოებით ასე ჟღერდა: ადამიანის უპირველესი ვალი სხვა ადამიანების პატივისცემა და გვერდში დგომაა.
მარიამ ხვედელიძე, 191-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან კონკრეტულ ეპიზოდსაც იხსენებს, რომელიც “კაცია-ადამიანიდან?!” მოვიდა:
“მეორე ვარიანტში მოვიდა ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”, ეპიზოდი, რომელშიც დარეჯანს მიუყვანენ მკითხავს. თეზისი კი იყო შემდეგნაირი: “ცრურწმენა/სიცრუე გვაკარგვინებს რეალობის აღქმას”. ძალიან ვნერვიულობდი, არ მეგონა ასე თუ ვინერვიულებდი. როგორცკი ეს ნაწარმოები დავინახე, პირდაპირ წერა დავიწყე, მხატვრული ნაწარმოებებიდან არ გამივლია პარალელი, ფილმი მოვიყვანე მაგალითად – “ყველაფერი, ყველაფერი” და იმედია კარგად ერგება თემას. რედაქტირება ძალიან ადვილი იყო, ჩოგბურთის, როგორც სპორტული სახეობის შესახებ. 11 შეცდომა ვიპოვე”.
საბა ქადაგიშვილი, რომელიც მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა ამბობს, რომ ტესტზე მუშაობა არ გასჭირვებია.
“წერითი დავალება საპროგრამოს მიხედვით დავწერე – “კაცია-ადამიანი?!” კარგი თემა იყო, დღევანდელობას შეესაბამებოდა, აქტუალურია. პარალელებიც მარტივად მოვიშველიე”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს მარიამ ბარამიძემ და მარიამ იმერლიშვილმა
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება