ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული საბავშვო ბაღების რეგისტრაცია დაიწყო
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რეგისტრაციის ბაზა გახსნილია და დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე preschoolregistration.emis.ge
“რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს. დამატებით გაცნობებთ, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდება ხვალ, 15 თებერვალს 11:00 საათზე ელექტრონულად პლატფორმა Teams გამოყენებით. “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
-
60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE