„ისლამი და ქალთა უფლებები“ – საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
6 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მარმარას უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორ რავზა ალთუნთას ჩაქირის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: „ისლამი და ქალთა უფლებები“.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა გაანალიზა მუსლიმურ საზოგადოებებში ქალთა ინტელექტუალური მოძრაობების ისტორია მე-19 საუკუნიდან დღემდე.
შეხვედრაზე განიხილეს 1980-იანი წლებიდან განვითარებული გენდერული რეფორმის გლობალური მოძრაობა, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მუსლიმურ სამყაროში. პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუსლიმი ქალი თეოლოგების როლზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ისლამის პატრიარქალურ ინტერპრეტაციებს და ხელი შეუწყვეს უფრო ინკლუზიური და თანასწორობაზე დაფუძნებული რელიგიური ხედვის ჩამოყალიბებას.
სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, რომელმაც ყურადღება მომხსენებლის გამოცდილებასა და საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმითა და აქტიური დისკუსიით დასრულდა.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი