ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება: პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრამდე გრძელდება!
თუ შენთვის დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია და გინდა, რომ პროფესიული კარიერა სწრაფად და მყარად დაიწყო, ეს ინფორმაცია შენთვისაა!
Skillwill-ის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დრო ცოტაა — იჩქარე!
სწრაფი გზა წარმატებისკენ
Skillwill-ის კოლეჯი განკუთვნილია მათთვის, ვინც დროის დაკარგვას არ აპირებს. ტრადიციული უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით, სადაც წლები თეორიას ეთმობა, Skillwill-ის კოლეჯი პრიორიტეტს რეალურ შედეგებს ანიჭებს. აქ სწავლა გრძელდება რამდენიმე თვე და ფოკუსირებულია აუცილებელ პრაქტიკულ კომპეტენციებზე. სტუდენტები რეალურ პრაქტიკას იღებენ სწავლის პროცესშივე, რაც მათ დასაქმების შანსს კურსის დასრულებისთანავე ზრდის.
რეგისტრაციის პროცესი და სრული დაფინანსება
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მარტივად შეიძლება ვებგვერდზე — vet.emis.ge. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მისაღები მოთხოვნები მარტივია: საკმარისია სკოლის ატესტატი და სწავლის სურვილი; ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები ბათუმსა და თბილისში
Skillwill-ის კოლეჯი ორიენტირებულია ბაზრის მოთხოვნებზე.
ბათუმის კოლეჯში ხელმისაწვდომია:
Front-End Development (11 თვე) — HTML, CSS, JavaScript და React ტექნოლოგიები; სწავლება ჰიბრიდული მოდელით
პროგრამაში შედის რბილი უნარები, ინგლისური ენის კურსი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამით და სტარტაპის მოდული, რომელიც სტუდენტებს საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება.
სასწავლო გარემო, რომელიც განათლებას ქმედით პროცესად აქცევს
Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს ორ ქალაქში: ბათუმსა (პეტრე ბაგრატიონის N129) და თბილისში (ავლაბარი, ნიკიფორე ირბახის N17)
ორივე სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სრულფასოვანი სასწავლო აუდიტორიებით, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზებით, რეკრეაციული ზონებითა და კაფეტერიით. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
განათლება, რომელიც რეალურ მომავალს ქმნის
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი, რომელიც მოქმედებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. Skillwill-ის კურსდამთავრებულები იღებენ არა მხოლოდ დიპლომს, არამედ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მათ სწრაფ დასაქმებას უზრუნველყოფს.
ნუ გადადებ მომავალს! თუ გსურს, შენი პროფესია იყოს წარმატებული და მოთხოვნადი — ეწვიე vet.emis.ge და დაიწყე ახალი თავგადასავალი Skillwill-ის კოლეჯთან ერთად.
თბილისის კოლეჯში სტუდენტებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ შემდეგ პროგრამებზე:
- გრაფიკული დიზაინი (12 თვე) — Adobe და Figma.
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები (15 თვე) — ქსელები, სერვერები, IT უსაფრთხოება.
- Front-End Development (11 თვე) — ციფრული პროდუქტების შექმნა.
- ბუღალტრული აღრიცხვა (14 თვე) — ფინანსური ადმინისტრირება და პრაქტიკული ბუღალტერია.
- აღმზრდელი (21 თვე) — ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები, პრაქტიკა.
Skillwill-ის კოლეჯი – ესაა განათლება, რომელიც მორგებულია შენზე და შენს მომავალზე. სივრცე, სადაც ალტერნატივა ნიშნავს არა კომპრომისს, არამედ ჭკვიანურ, სწორ და დროულ გადაწყვეტილებას.
(R)
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია



