გამოცხადდა ვაკანსიები მასწავლებლებისთვის კადეტთა სამხედრო სკოლებში თბილისსა და ქუთაისში
სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, გენერალ გიორგი კვინიტაძისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლებში აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074ლარი და 3527 ლარი.
მსურველებმა აუცილებელია, 2026 წლის 21 ივლისიდან 2026 წლის 29 ივლისის ჩათვლით, შეავსოთ შესაბამისი განაცხადი.
საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით:
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში
(ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა) მასწავლებელთა ვაკანტური ადგილები:
მათემატიკა | შეავსეთ განაცხადი
ფიზიკა | შეავსეთ განაცხადი
მესამე უცხო ენა (გერმანული) | შეავსეთ განაცხადი
საინფორმაციო ტექნოლოგიები | შეავსეთ განაცხადი
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა
(ქ. ქუთაისი ავტომშენებლის 51) :
ინგლისური | შეავსეთ განაცხადი
ფრანგული | შეავსეთ განაცხადი
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 30 ივლისიდან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით;
II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 6 აგვისტოდან 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით;
III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს.
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე.
შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
- მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
- უწყვეტი პროფესიული სტაჟი, პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ბოლო 2 წლისა;
- სერტიფიკატები;
- პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
- ტრენინგები, სწავლებები;
- ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
- პროფესიული აქტივობა.
სამუშაო საათები:
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 08:30-17:30 სთ, შესვენება 13:00-14:00. პარასკევი 08:30-14:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14
(R)