GE

კახეთში მოსწავლემ 82 წლის მასწავლებლის გარყვნილი საუბარი ჩაიწერა – დაწყებულია გამოძიება

82 წლის მასწავლებლის გარყვნილი საუბარი 13 წლის მოზარდთან. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა.

მე-7 კლასელმა მოსწავლემ აღმზრდელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი ლტოლვების შესახებ ელაპარაკა და მას სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც კი მოსთხოვა.

ეს ფაქტი „ქრონიკას“ შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, უკვე გამოკიხეს მოსწავლე, მისი მშობლები, ასევე უშუალოდ პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ფაქტი 27 მაისს მაისს. 82 წლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი გოგო სკოლის ტერიტორიაზე დაიბარა და უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს.

როგორც მასწავლებელმა მოზარდს უთხრა, ასეთივე ლტოლვა წლების წინ სხვა გოგოს მიმართაც ჰქონდა, რომელიც ასევე მეშვიდეკლასელი იყო. კაცის მტკიცებით, მას ამ მოსწავლესთან ურთიერთობა ჰქონდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური