კეთილსინდისიერ ადამიანებს გაცილებით მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ
კეთილსინდისიერ ადამიანებს გაცილებით მაღალი მოსწრება აქვთ. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც რაისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს.
სტატიაში გაანალიზებულია წინამდებარე კვლევა, რომელიც ადგენს პიროვნების ხუთ დამახასიათებელ ნიშანს –ექსტრავერსიულობას, კეთილგანწყობას, კეთილსინდისიერებას, ნეიროტიზმს, გახსნილობასა და კოლეჯში მიღებულ საშუალო ქულას (GPA) შორის კავშირს. გაირკვა, რომ დადებითი კავშირი არსებობს კეთილსინდისიერებასა და მიღებულ საშუალო ქულას შორის, სამაგიეროდ სხვა ნიშნებსა და შეფასებებს შორის კავშირი არ არის.
კვლევის ავტორი – სემ მაკები აღნიშნავს, რომ კვლევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა კოლეჯების ადმინისრაციისთვის და დამსაქმებლებისთვის, რომლებიც ყურადღებას აქცევენ პირად მონაცემებს, ადამიანიში წარმატების მიღწევის პოტენციალის გაგებისთვის.
”კვლევა გვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება პიროვნების დამახასიათებელმა სხვადახვა ნიშანმა იმოქმედოს აკადემიურ მოსწრებაზე და სხვა მნიშნველოვან მომენტებზე ცხოვრებაში” – აღნიშნავს მაკები.
მეცნიერებმა სულ 1992 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გამოქვეყნებული 51 კვლევა გააანალიზეს, რომელშიც მონაწილეობდა 26 000-ზე მეტი ადამიანი. საბოლოო მონაცემები გამოქვეყნებულია გამოცემა Psychological Assessment-ში.