კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები საბაუნის სტუმრობდნენ

2025 წლის 13-15 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ინსტიტუციური თანამშრომლობის დაწყების მიზნით კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის კანცლერი ბერნვარდ რობრეხტი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსი, ელენ ჰოფმანი სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს უნივერსიტეტის მთავარ მენეჯმენტთან და ვიზიტის მიზანსა და მსგავსი პროექტების მათეულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. საბაუნის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, კანცლერი ნათია შეყილაძე და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვაჟა ვარდიძე. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.
მთავარი მენეჯმენტის შემდეგ, გერმანელი სტუმრები შეხვდნენ საბაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრების მიზანი იყო უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ახლოდან გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობისთვის საერთო საჭიროებების დადგენა.
კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე სტუმრობდნენ წმინდა საყდრის სადესპანოს საქართველოში, სადაც შეხვდნენ სამოქიცულო ნუნციუსს, მთავარეპისკოპოსს ანტე იოზიჩს. ნუნციუსმა მადლობა გადაუხადა გერმანელ სტუმრებს სტუმრობისთვის და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, როგორც კათოლიკური ინსტიტუციის, მხარდაჭერისთვის.
კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთობლივ პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებში გერმანელი და ქართველი კოლეგები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებებს თითო კვირიანი ვიზიტების ფარგლებში. აღნიშნული პროექტი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს Erasmus+ KA171 პროექტის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობაზე.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტი დაემატა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მასშტაბურ საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
ღია კარის დღე SABAUNI-ში – შენი პირველი ნაბიჯი დიდი შესაძლებლობებისკენ! by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი