კრებული – საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად
ახლახან გამომცემლობა “სამართალმა”, ლადო ჭანტურიასა და ეკატერინე შენგელიას რედაქტორობით, გამოსცა სამართლის პრობლემებზე შექმნილი შრომათა კრებული.
კრებულში შევიდა ქართული იურიდიული მეცნიერების სხვადასხვა თაობის გამორჩეული მეცნიერების (იაკობ ფუტკარაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, ბესარიონ ზოიძე, თედო ნინიძე, ლადო ჭანტურია, ირაკლი ბურდული, გივი ლობჟანიძე, ვენედი ბენიძე, შალვა ქურდაძე, შენგელი ფიცხელაური, სერგო ჭელიძე და სხვა. სულ 36 ავტორი) მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევების შედეგების ამსახველი ნაშრომები. მათში მოცემულია ქართული და უცხოური ლიტერატურა, აგრეთვე შესაბამისი პრაქტიკის ღრმა ანალიზი, რაც სერიოზულ საფუძველს ქმნის სამართლის მეცნიერების თანამედროვე დონის წარმოსაჩენად, დაგროვილი სამართლებრივი პრობლემების გადასაწყვეტად და მეცნიერული პერსპექტივების გასარკვევად.
კრებული ეძღვნება იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რომან შენგელიას საიუბილეო თარიღს.
ზემოხსენებული კრებული დიდ დახმარებას გაუწევს იურიდიულ სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, სამართლის ძირითადი მიმართულებების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ფართო მკითხველს.
-
გთუნი-ს სტუდენტებს გასვლითი ლექცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე ჩაუტარდათ
by გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
-
გთუნი-ს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა
by გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
-
გთუნი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს
by გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი