GE

კსუ-სა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

Grant Thornton Georgia წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს.

გრანთ თორნთონი კომპანიებს ასევე სთავაზობს იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს ყოველდღიური კორპორაციული საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას, აგრეთვე წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში და არბიტრაჟში.

მემორანდუმის მიზნებია: ურთიერთთანამშრომლობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებთან (მათ შორის, სამართლის, ბიზნესის) საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება-გაუმჯობესების კუთხით; უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებაში წვლილის შეტანა; მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური კადრების მომზადების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრებით შრომის ბაზრის უზრუნველყოფა; ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე კარიერული წინსვლის მოთხოვნებს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, გაიმართება შეხვედრა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც განიხილება მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის გრანთ თორნთონის იურიდიული მიმართულების საქმიანობის მიმოხილვა, აღნიშნულ კომპანიაში სტუდენტთა სტაჟირების შესაძლებლობები (ბიზნეს და საკორპორაციო სამართალი; სასამართლო საქმისწარმოება და სხვ.) და კარიერულ დაგეგმვასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები.

შეხვედრა გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3EzgMhC

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური