CIU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
9 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მრავალრიცხოვან პირველკურსელთა აუდიტორიას ფაკულტეტების დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესორები, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრებზე პირველკურსელებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის საკითხებზე.
უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამის სტენდთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაეღოთ.
იხილეთ Cameraman ფოტოები
იხილეთ Mirrorit ფოტოები
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი