მარტვილში, ერთი თვის წინ აშენებულ სკოლაში, გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოიშალა
მარტვილის რაიონის ერთერთ სოფელში, 24 ნოემბერს, ახლადაშენებული სკოლის ჭერი ჩამოიშალა. ადგილობრივების თქმით, სკოლა ერთი თვის აშენებულია.
შემთხვევა გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა, თუმცა, რგორც სკოლის წარმომადგენლები ტელევიზიებთან აცხადებენ, არავინ დაშავებულა.
სკოლიდ დირექტორი ამბობს, რომ საკლასო ოთახში მომხდარი ფაქტის გამო, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება და პასუხისმგებელი კომპანია ამ ხარვეზს გამოასწორებს.
სკოლის დარაჯის განცხადებით, გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩამოიშალა ე.წ. შეკიდული ჭერის თითქმის სამოცი პროცენტი.
წყარო: რუსთავი 2
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE