GRUNI მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ფორუმზე
გრუნის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ამავე სკოლის ასისტენტი მარიამ ლაშხი, უკვე მესამედ მიიწვიეს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აშშ-ში, ვაშინგტონში.
ღონისძიების ფარგლებში, 21-26 ოქტომბერს, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან კრისტალინა გეორგიევასთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან აჯაია ბანგასთან და აღნიშნული ორგანიზაციების სხვა მაღალჩინოსნებთან.
6-დღიანი შეხვედრების ფორმატში განხილული საკითხები ეძღვნებოდა: მსოფლიოში აქტუალურ ეკონომიკურ მოვლენებს; ციფრული ტრანსფორმაციის დეტალებს; კლიმატის ცვლილების; ფინანსური სტაბილურობის; ახალი სამუშაო ადგილების შექმნის; ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და დღევანდელობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა გრუნისა და ღონისძიებაში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებთან ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების დეტალები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ.
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი