GE

„მასწავლებლის საგაკვეთილო მარგალიტები“ – პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან გამოყენებული მიმართვები

უნდა ვაკონტროლოთ თუ არა და როგორ ჩვენი შვილის მასწავლებლების საკომუნიკაციო ენა?

შვილისთვის კარგი სკოლისა და შემდეგ უკვე კარგი მასწავლებლის არჩევა, ყველა მშობლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. კრიტერიუმები სხვადასხვაა, თუმცა ყველა მშობელი თანხმდება ერთზე – მას სურს კარგი მასწავლებელი შვილისთვის. არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც პირველ შთაბეჭდილებასა და მიღებულ გადაწყვეტილებას არ ენდობიან და საკუთარ არჩევანს ამოწმებენ. მათ ხომ საკუთარი შვილის/შვილების მომავალი და განათლების საკითხი ანდეს მასწავლებელს. შვილის გზა წარმატებისკენ კი კარგ სასწავლებელზე გადის, სადაც კარგი პედაგოგი ასწავლის.

მასწავლებელთა გადამოწმების საშუალებები, მშობელთა გემოვნების მიხედვით, მრავალფეროვანია. ზოგიერთი მათგანი კი, ჩვენი სტატიის გმირის მსგავსად, შვილთან ერთად „სპეციალურ ლექსიკონსაც“ აწარმოებს, სადაც ის ფრაზები და გამონათქვამებია ჩამოწერილი, მოსწავლეები მასწავლებლებისგან რომ არ ელიან.

EDU.ARIS.GE –ს ერთ–ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა სწორედ ამ ლექსიკონში შესული „მასწავლებლის საგაკვეთილო მარგალიტები“ მიაწოდა. ფრაზები კი ამავე საჯარო სკოლის მოსწავლემ სხვადასხვა გაკვეთილებზე მოისმინა და ჩაიწერა:

გთავაზობთ ფრაზებისა და სიტყვების ჩამონათვალს, სურვილისამებრ თქვენც დაამატეთ:

  • ნუ ზიხართ მკვდარი სულებივით
  • ყალთაბანდია კოჭებში ვატყობ
  • ნამუსგარეცხილები
  • სანამ გადაახურდავებ ტვინში
  • გეფიცები სიფათს აგიჭრელებ
  • აცეტებული
  • ამ ჩემს ფეხებს
  • აგაფარებ სიფათში
  • თავით გაგანგრევინებ კედელს
  • ახუმრებული
  • აგაშპალიერებ
  • ჩაგაძვრენ მაგ მერხში
  • ვირუკუნელები
  • დონე ნახე სიცანცარის
  • ვაპრავაშებ
  • აგაკრავ მაგ სიფათს შპალიერისავით
  • დიდუბე ჩემია, ყველას ვიცნობ
  • ბეზპარდონი
  • გაღმაჭული
  • აიხსნა არტახები
  • გაკვეთილზე იდეთ
  • ვერ იკავებ ენას?
  • გაიხსნა მეორე ბრძოლის ველი
  • ლაპარაკის ზონა
  • მიგაკრავთ სახეზე
  • ბებიაშენს და ბაბუაშენს უნიავე
  • ვინ მატყუებს ბიჭო
  • კუმ ფეხი გამოყო
  • სად გავიცინო
  • დაშმოტკილი
  • ბუსუნი მაგიჟებს
  • შეგაძვრენ მერხში
  • ბებიაშენთან გაიცინე
  • ვის ეტიტილები
  • წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან

მოსწავლე აგრძელებს მასწავლებლების ფრაზებისა და გამონათქვამების ჩაწერას და EDU.ARIS.GE შეეცდება კლავაც შემოგთავაზოთ ფრაზები ლექსიკონიდან.

როგორ მოვარჯულოთ ჰიპერაქტიური ბავშვი

საინტერესო ინფორმაცია სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური