მშობლიური ენის საერთაშორისო დღე სკოლაში „პოლიგლოტი”
სკოლა პოლიგლოტის მე-7(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები მუზეუმში ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ქართული ანბანის თავგადასავალი გაეცნენ უძველესი დამწერლობის შექმნისა და განვითარების ისტორიას, ქართული ანბანის სამ სახეობას, რომელიც კაცობრიობის არამატერიალური კულტურულიბ მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული ენის რეფორმების შესახებ, გაეცნენ ქართული შრიფტის შექმნის წინაპირობებს,ბეჭდური წიგნის უძველეს ნიმუშებს.
იმსჯელეს მსოფლიოში გავრცელებული დამწერლობის სისტემებზე და დამოუკიდებლად შეასრულეს პრაქტიკული დავალება.
სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმს საინტერესო შეხვედრისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.