GE

მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობას 40 ათასამდე მოსწავლე მიიღებს

მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები 15 ივნისს პრეტესტით დაიწყება და მასში მონაწილეობას 40 000-მდე მოსწავლე მიიღებს. უშუალოდ გამოცდები კი 16 ივნისიდან – 19 ივნისის ჩათვლით გასტანს.

აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ივა მინდაძემ გადაცემაში “გამოცდებიდან-გამოცდებამდე” ისაუბრა.

მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ -ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ყველა მე-11 კლასელს უსურვებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა.

„პრეტესტი ზუსტად იმ პირობებით ჩატარდება, როგორც ჩვეულებრივი გამოცდა. ეს არის იდეალური საშუალება პროგრამის და სისტემის გასაცნობად. ამიტომ, მე ყველა მოსწავლეს ვურჩევდი, რომ გავიდეს პრეტესტზე, რომ შემდგომში აღარ ქონდეს უხერხულობა კომპიუტერულ პროგრამასთან მუშაობის შემთხვევაში ან საგამოცდო გარემოსთან, რადგან ეს ყველაფერი წინა დღეს უკვე გავლილი ექნებათ“.

მინდაძის განმარტებით, ისევე, როგორც მე-12 კლასელების შემთხვევაში, არც მე-11 კლასის მოსწავლეებს პრეტესტის დღეს ქულა არ ეწერება, რადგან ეს არის საცდელი დავალებები.

მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდებიც კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.

„პროგრამა ერგება კონკრეტული ინდივიდის უნარებსა და შესაძლებლობებს. კერძოდ, ყოველი მომდევნო დავალება დამოკიდებულია წინა დავალებაზე. თუ მოსწავლე სწორად პასუხობს დავალებას, პროგრამაც ოდნავ უფრო რთულ დავალებას შეურჩევს. თუ კვლავ სწორად პასუხობს კიდევ უფრო რთულს შეურჩევს და რაღაც მომენტში პროგრამა დასტაბილურდება და გამოიკვეთება დიაპაზონი, რომლის ქვედა ზღვარზეც მოსწავლე პასუხობს დავალებებს ხოლო ზედა ზღვარზე უჭირს პასუხის გაცემა. და სწორედ ის იქნება მოსწავლის დიაპაზონის ქულა რომელსაც ის მიიღებს.  იგივე ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე ვერ პაასუხობს დავალებას, პროგრამა უფრო იოლ დავალებას ეძებს მისთვის და აქაც პროგრამა ცდილობს დაასტაბილუროს მოსწავლის პასუხები“,-განმარტა ივა მინდაძემ.

მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია -ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

მე -11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი 

პრეტესტი – გენერალური რეპეტიცია, რომელზეც მე-12 კლასელები გულდასმით არ მუშაობენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური