„მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სკოლაში ყოველი დღე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყოს“
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, წელს, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში, სასწავლო პროცესი ყოველდღიურად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.
როგორც გივი მიქანაძემ გურიის რეგიონში, ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში სტუმრობისას აღნიშნა, ეს ინიციატივა ახალგაზრდებს პატრიოტულ სულისკვეთებას გაუღვივებს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს, ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით. ეს არის ერთგვარი პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა. ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და სიყვარულს თავიანთი სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა 29 სექტემბერს.
ასევე იხილეთ:
„ვერავის ვაიძულებთ, შევიდეს სკოლაში და ეს კუთხე მოაწყოს“ – განათლების მინისტრი უფასო კვებაზე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცვლილება კანონში: „4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება თანაბრად მოხდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო