GE

მსოფლიო ლიტერატურის 15 შედევრი, რომელთა მიხედვით ფილმები გადაიღეს

ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია კინომაყურებელს საყვარელი გმირების სამყაროში კიდევ ერთხელ ჩაფლობის საშუალებას აძლევს. წიგნის ხარისხიანი ეკრანიზაცია ადამიანს ახალ მოთხრობას, ან რომანს აცნობს და მისი წაკითხვის სტიმულსაც კი აძლევს. გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც იმდენად ცნობილი არაა როგორც ,,ქარწაღებულნი“, მაგრამ ყურადღებას აუცილებალდ იმსახურებს. მათში თავიანთი დროის ცნობილმა მსახიობებმა ითამაშეს და კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურეს. გარდა ამისა, ამ ეკრანიზაციებმა წამყვანი კინოპრემიეიბსა და ფესტივალების ჯილდოების მოპოვებაც შეძლეს.

ნასესხები სიცოცხლე

წიგნი: გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანი პირველად 1959 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: რეჟისორ სიდნი პოლაკის, 1977 წლის ეკრანიზაციის სახელწოდებაა ,,Bobby Deerfield’’. მასში ,,ფორმულა -1“ მბრბოლელისა და ტუბერკულოზით დაავადებული გოგონას სასიყვარულო ისტორია არის გადმოცემული. ალ პაჩნო, რომელმაც ფილმში მთავრი როლი შეასრულა, ,, ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო მსახიობი კაცის როლზე იყო ნომინირებული.

დაკარგული დროის ძიებაში

წიგნი: ფრანგი მწერლის, მარსელ პრუსტის, შვიდი რომანისგან შემდგარი ციკლი, რომელიც 1913-1927 წლებში გამოსცეს.

ფილმი:  რეჟისორ ნინა კომპანეეცის ორსერიანი ფილმი ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა. პრუსტის ბიოგრაფის, ჟან-ივ ტადიეს აზრით, ეს ეკრანიზაცია, ყველა არსებულს შორის საუკეთესოა.

ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი

წიგნი: ინგლისელი მწერლის, ჯონ ფაულზის, ამავე სახელწოდების რომანი პირველად 1969 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: კარელ რეიშის ფილმში, დიდი ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში განვითარებული სასიყვარულო ისტორია არის გადმოცემული. ფილმმა სამი პრემია BAFTA, ,,ოქროს გლობუსი“ ქალის საუკეთესო როლზე და ,,ოსკარზე“ ხუთი ნომინაცია მიიღო (მათ შორის საუკეთესო ქალის როლზე, რომელიც შეუდარეებელმა მერილ სტრიპმა შეასრულა).

ვის უხმობს ზარი

წიგნი: ერნესტ ჰემინგუეის რომანი, რომელიც 1940 წელს გამოვიდა.

ფილმი:  1943 წელს რეჟისორ სემ ვუდის მიერ გადაღებული დრამა. მთავარი როლები ფილმში ინგრიდ ბერგმანმა და გერი კუპერმა შეასრულა. ფილმი ,,ოსკარის“ პრემიაზე, რვა ნომინაციაში, მათ შორის, როგორც წლის საუკეთესო ფილმი, იყო წარდგენილი.

80 დღე დედამიწის გარშემო

წიგნი: ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის მიერ 1872 წელს დაწერილი სათავგადასავლო რომანი.

ფილმები: პოპულარული რომანი ექსცენტრული ინგლისელისა და მისი ფრანგი მსახურის დედამიწის გარშემო განხორციელებულ მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ამჟამად მისი ოთხი ეკრანიზაცია არსებობს (1919, 1956, 1989 და 2004 წლების). ამასთან 1956 წლის ფილმი ყველაზე ოსკაროსნებული ეკრანიზაციების ტოპში შედის. მან ,,ოსკარის“ ხუთი პრემია, მათ შორის, როგორც საუკეთესო ფილმი, დაიმსახურა. ეპიზოდურ როლებში ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორც ფრენკ სინატრა და მარლენ დიტრიხი.

რაც შეეხება 2004 წლის ეკრანიზაციას, რეჟისორმა მისთვის კომიკური ეირის მისაცემად რომანის სიუჟეტი შეცვალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა და ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში მარცხი განიცადა.

სოლარისი

წიგნი: პოლონელი ფუტუროლოგისა და მწერლის სტანისლავ ლემის ფანტასტიკური ჟანრის რომანი, რომელიც 1961 წელს გამოაქვეყნეს.

ფილმები:  ანდრეი ტარკოვსკის მიერ, 1972 წელს გადაღებული დრამა არის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი და ჟურნალის Empire მიერ 2010 წელს შედგენილი ,,მსოფლიო კინომატოგრაფიის 100 საუაკეთესო ფილმის“ სიაში შედის.

2002 წელს რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ფანტასტიკური დრამა ,,სოლარისი“ გამოვიდა. მასში მთავარი როლი ჯორჯ კლუნიმ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ფილმში წინ სასიყვარულო და არა მორალურ-ფსიქოლოგიური ხაზი წამოსწია.

სიყავრული ჟამიანობის დროს

წიგნი: პირველად გაბერიელ გარსია მარკესის რომანი, ესაპანურ ენაზე, 1985 წელს გამოიცა.

ფილმი: ინგლისელი რეჟისორის, მაიკლ ნიუელის მიერ გადაღებული ნაწარმოები, მარკესის 80 წლის იუბილეზე გამოვიდა. ეს არის სასიყვარულო ისტორია, სადაც ღარიბი ყმაწვილი ცხოვრების რთულ გზას, საყვარელი ქალის გამო გადის. ფილმში მთავარი როლები ხავიერ ბარდენმა და ჯოვანა მეცოჯორნომ შეასრულეს.

დღეთა ქაფი

წიგნი: ფრანგი მწერლის, ბორის ვიანის რომანი, პირველად 1947 წელს გამოვეყნდა.

ფილმი: რეჟისორ მიშელ გონდრის მიერ გადაღებულ ფილმში მთავრი როლები ოდრი ტატუმ და რომენ დიურისიმ შეასრულეს. გონდრიმ ფანტასმაგორიული სასიყვარულო რომანის ეკრანიზაციისთვის ვიზუალური საშუალებების პოვნა შეძლო.

ვარდის სახელი

წიგნი: იტალიერლი მწერლისა და პროფესორის, უმბერტო ეკოს რომანი პირველად 1980 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: რეჟისორ ჟან-ჟაკ ანოს 1986 წლის ფილმი. მასში ასახულია იტალიაში,  XIV საუკუნეში, ბენედიქტირელთა მონასტერში ბერების ტრაგიკული და საიდუმლოებით მოცული მკვლელობების გამოძიების ისტორიები.

ლამაზი მეგობარი

წიგნი: ფრანგი მწერლის, გი დე მოპასანის რომანი პირველად 1885 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: 2012 წლის ეკრანიზაციაში მთავარი როლი რობერტ პატისონმა ითამაშა. მცირედი სახსრების მქონე ყმაწვილი, გზას შეძლებული საზოგადოებისკენ, მდიდარი ქალების ხარჯზე მიიკვლევს. მისი საეკრანო პარტნიორებს შორის უმა თურმანი და კრისტინა რიჩი არიან.

451º ფარენჰაიტით

წიგნი: რეი ბრედბერის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი 1953 წელს გამოსცეს.

ფილმები: ფრანგმა რეჟისორმა, ფრანსუა ტრიუფომ ფილმი 1966 წელს გადაიღო. ის რიგ ეპიზოდებს არ შეიცავს და რომანისგან ერთგავარად განსხვავდება, თუმცა ავტორი მთლიანობაში წიგნის ეკრანიზაციით კმაყოფილი იყო.

ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია 2018 წელს შედგა. მისი რეჟისორია რამინ ბახრანი. კომპანია HBO-ს მიერ გადაღებული ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.

1984

წიგნი: ბრიტანებული მწერლის, ჯორჯ ორუელის რომანი-ანტიუტოპია 1949 წელს გამოსცეს.

ფილმი: რეჟისორმა მაიკლ რედფორდმა ეკრანიზაცია 1984 წელს გადაიღო. ცნობილი მსახიობის, რიჩარდ ბერტონის მიერ შესრულებული პარტიული მაღალჩინოსნის, ო’ბრაიენის როლი, მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა (ის ფილმის გამოსვლამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა).

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

წიგნი: ფრანგი მწერლის, მილან კუნდერას ნაწარმოები 1982 წელს დაიწერა, პირველად კი 1984 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: ამერიკელი რეჟისორის, ფილიპ კაუფმანის მიერ გადაღებული კინო ეკრანებზე 1988 წელს გამოჩნდა. მასში აღწერილია ჩეხოსლოვაკელი ექიმის პრაღაში გატარებული 1968 წლისგაზაფხული, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ეკრანიზაციაში მთავრი როლები დენიელ დეი-ლუისმა, ჟულიეტ ბინოშიმ და ლენა ოლინმა შეასრულეს. უკანასკნელმა საბინას როლისთვის  ,,ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული.

ჰამლეტი

წიგნი: უილიამ შექსპირის მიერ, 1600-1601 წლებში დაწერილი მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ველაზე ცნობილი პიესა.

ფილმები: იტალიელი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელი მიერ, 1990 წელს გადაღებული ,,ჰამლეტი“ ნაწარმოების ტექსტთან საკმაოდ ახლოსაა. ეკრანიზაციაში ჰამლეტის როლი მელ გიბსონმა, ოფელია კი ჰელენა ბონემ კარტერმა განასახიერა.

1996 წლის ,,ჰამლეტი“ კენეტ ბრანმა გადაიღო. ამ ეკრანიზაციამ კრიტიკოსების დადებითი შეფასება და ,,ოსკარის“ პემიანზე ნომინაცია დაიმსახურა. რეჟისორმა საეკრანო დროის სასარგებლოდ შექსპირის კლასიკური ტექსტი არ შეამცირა, ამიტომ ფილმის ხანგრძლივობა ოთხ საათს შეადგენს. მთავარი როლი თვით კენეტ ბრანმაშეასრულა, ოფელია კი კეიტ უინსლეტმა ითამაშა.

ამაოების ბაზარი

წიგნი: ინგლისელი მწერლის უილიამ თეკერეის რომანი პირველად ჟურნალში Punch 1847-1848 წლებში გამოვეყნდა.     

ფილმი: რეჟისორ მირა ნაირის მიერ გადაღებული ფილმი. ამბიციური ინგლისელი როლი რის უიზერსპუნმა შეასრულა. ეს ლამაზი კოსტუმირებული ეკრანიზაცია 2004 წელს ვენეციის კინოფესტივალის ,,ოქროს ლომის“ პრემიაზე იყო ნომინირებული.

თქვენ რომელ ეკრანიზაციებს შემატებდით ჩვენ სიას?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური