GE

მსოფლიოს 10 ულამაზესი ენა

ისევე როგორც მზის ყოველი ჩასვლა, თითოეული ენა თავისებურად ლამაზია. matadornetwork-ის ავტორი წარმოგვიდგენს მსოფლიოს 10 ულამაზეს ენას, რომელთაც განსაკუთრებული ხიბლი და თავისებურებები აქვთ.

იტალიური
დავიწყოთ დანტეს, და ვინჩისა და პავაროტის ენით. ალბათ ყველანი ერთხმად შევთანხმდებით, რომ ამ სიაში პირველი ადგილი სწორედ იტალიურს ეკუთვნის. მას ხელოვნების, ოპერისა და რომანტიკის სამყაროში წამყვანი ადგილი უჭირავს. სასაუბრო იტალიური სიმღერას ჰგავს. ამ ენაზე წარმოთქმული ნებისმიერი ფრაზა განსაკუთრებულად ვნებიანად ჟღერს.

არაბული
არაბული ენის ყველაზე ლამაზი ასპექტი მისი ანბანი და კალიგრაფიაა. ის საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ვინაიდან არაბული ისლამის ლიტურგიული ენაა, მისი კალიგრაფია ყოველთვის იყო რელიგიური ხელოვნების პატივსაცემი ფორმა. ასევე განსაკუთრებულად ლამაზია არაბული პოეზია, რომელიც ენის ჟღერადობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ჩეხური
სლავური ენების ოჯახის ყველაზე დასავლური განშტოება – ჩეხური შესანიშნავი ენაა. მას აქვს ერთი, სრულიად უნიკალური ბგერა ř. მას კომპოზიტორ ანტონინ დვორჟაკის (Antonín Leopold Dvořák) გვარში ვხვდებით და ის ამ ენას ერთგვარ ხიბლს სძენს. ენის უნიკალურობა ქვეყნის გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამაც განაპირობა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდებარე ჩეხეთს, მართლაც ცენტრალური ევროპა შეიძლება ეწოდოს. ჩეხურის ჟღერადობა სლავური და გერმანუკურლი ენების ერთგვარ ნაერთს მოგავგონებს.

ვოლოფი
ვოლოფზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რიგ ქვეყნებში, მათ შორის სენეგალსა და მავრიტანიაში საუბრობენ. ის რეგიონში დროთა განმავლობაში, სხვდასხვა დიალექტებისგან ჩამოყალიბდა და პოეზიის ენაც გახდა. ენას თავისი ანბანი-ჰარაი აქვს, რომელიც 1960-იან წლებში სენეგალელმა მხატვარმა შექმნა. სასაუბრო ვოლოფის მოსმენა განსაკუთრებულად სასიამოვნოა. აღსანიშნავია, რომ ენა უჩვეულოდ კარგად ირეპება.

ფინური
როდესაც ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი კვენიას ქმნიდა, მისი შთაგონება ფინურ-უნგრული ოჯახის წევრი ენა იყო. ფინური სხვა ევროპული ენებისგან რადიკალურად განსხვავებულად ჯღერს. მისი მიმსგავსება მხოლოდ ესტონურთან შეიძლება. ლამაზი ჟღერადობისა და დახვეწილი წარმოთქმია გამო, ფინური ენის მოსმენა პოეზიასა და მუსიკაში, განსაუთრებით რეგის სტილში, ძალიან სასიამოვნოა.

უელსური
უელსურმა ინგლისური ენის შეუჩერებელ ტალღას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მან აღორძინების პროცესი განიცადა. უელსური უმცირესობაში მყოფი, გაქრობის პირას მყოფი ენებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. რეგიონში ახლა ორი ოფიციალური ენაა – უელსური და ინგლისური.

ჩეროკი
ჩეროკი ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ტომის მშობლიური ენაა. აღსანიშნავია, რომ ამ ენაზე ბევრი ლიტერატურულია ნაწარმოებია გამოცემული. ჩეროკის თავისი დამწერლობა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან აქვს. კაცმა სახელად სეკვოია (Sequoyah) ენის თავისუბური, მარცვლოვანი დამწერლობა შეიმუშავა. უახლოეს წარსულში ენას გაქრობის საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა საბედნიეროდ ბევრი ახალგაზრდა ჩეროკით დაინტერესდა და მისი შესწავლა დაიწყო.

ჩინური
უამრავი ჩინური დიალექტის არსებობის მიუხედავად, ქვეანაში ყველა ერთსა და იმავე დამწერლობით სიმბოლოებს იყენებს და ეს მართლაც საოცრებაა. 25-45 სიმბოლოს სწავლისა მათგან ბგერების გამოყენების ნაცვლად, ჩინური ენის მატარებელი ადამიანი ცხოვრების მანძილზე ათასობით ათას სიმბოლოს სწავლობს, ვინაიდან თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ კონკრეტულს სიტვას ასახავს. იეროგლიფები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, კულტურასთან ყოველთვის იყო დაკავშირებული. ისტორია, მოხაზულობა და სირთულე მათ განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ისევე როგორც არაბულ ენაში, ჩინური კალიგრაფია ძვირფას ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

ბენგალური
იინდოეთი თავისი ენობრივი მრავალფეროვნებით არის ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ენა , რომელზეც ინდურ სუბკონტინენტზე საუბრობენ არის ბენგალური. მას შესანისნავი დამწერლობა და ჟღერადი ბგერები აქვს. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ერთ-ერთმა დიდებულმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორიმ თავისი ნამუშევრების შესაქმენლად სწორედ ბენგალური ენა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ როდესაც მთავრობამ მოსახლეობისგან ურდუს გამოენება მოითხოვა, ბენგალური ენის გამოყენების უფლების მოსაპოვებელ პროტესტს რამდენიმე სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობის მიერ წამოყენბული პოზიციის გამო ბენგალური დღემდე არსებობს და მასზე საახლოების 230 მილიონი ადამიანი ინდიასა და ბანგლადეშში საუბრობს.

ინგლისური
ინგლისური ენა კაცობრიობის მიერ შექმნილი შესანიშნავი ნამუშევარია. მსოფლიოს სხვა ენებთან შედარებით, მისი ისტორია უნიკალურია. პირველი ათასწლეულის მიჯნაზე ის ვითარდებოდა როგორც გერმანიკული ენა, ნორმანების შემოჭრის შემდეგ კი მან სხვა გეზი აიღო. ათასწლეულების შემდეგ, დღეს ინგლისური არის მსოფლიოს უმსხვილესი ლინგვა ფრანკა, რომელიც სხვადასხვა კულტურის ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს.

theculturetrip.com – ის მომზადებულ ამ ჩამონათვალში, როგორც ლამაზი ენა, ქართული არ მოხვდა, თუმცა ქართული დამწერლობა არის მესამე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებს შორის.

“ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რომელთაც რუსეთის მიერ დაბატონება ემუქრებათ. უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება”, – წერს გამოცემა matadornetwork.com.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური