GE

მსოფლიოს 11 ყველაზე სანახაობრივი ნაძვის ხე

არ აქვს მნიშვნელობა რას ხედავთ ფანჯრიდან – თოვლიან მთებსა თუ პალმების რიგებს, – ახალ წელს ყველა სულმოუთმენლად ელის და ის ყველას საყვარელი დღესასწაულია. და მისი წარმოდგენა მთავარი ატრიბუტის – ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ქვეყანას თავისი მთავარი საშობაო ხე აქვს, რომლის სანახავადაც ადგილობრივები და ტურისტები ჩამოდიან. მოდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შევიხედოთ და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები ვნახოთ.

პარიზი, საფრანგეთი


25 მეტრიანი ნაძვის ხე ფრანგულ სავაჭრო ცენტრს Galeries Lafayette ამშვენებს.

მელბურნი, ავსტრალია


საშობაო ნაძვის ხე Lego-ს კონსტრუქტორის ნახევარ მილიონზე მეტი დეტალისგან არის აწყობილი.

ვილნიუსი, ლიტვა


ნაციონალური ნაძვის ხე კათედრალის მოედანზე.

ნიუ-იორკი, აშშ


საშობაო ნაძვის ხის ექსტრავაგანტული გახსნა როკფელერის ცენტრში.

ტეგუსიგალპა, ჰონდურასი


თავისი ზომებისა და უჩვეულობის წყალობით ეს ნაძვის ხე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მის აღმართვაში მონაწილეობა სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

გუბიო, იტალია


გუბიოს მაცხოვრებლებს ძალიან გაუმართლათ – მათ მორთული ნაძვის ხის დანახვა ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, რადგან ის ინჯინოს მთაზე არის განთავსებული. საშობაო ლამაზმანის სიმაღლე 650 მეტრს აღემატება და 1991 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ტაიბეი, ტაივანი


ამ დიოდური სანათებით გაფორმებული ნაძვის ხის სიმაღლე თითქმის 36 მეტრია. დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, მზის ჩასვლის შემდეგ, ყოველ ნახევარ საათში განათებების წარმოდგენა მიმდინარეობს.

რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია


ეს ყველაზე დიდი საახალწლო ნაძვის ხეა, მისი სიმაღლე 82 მეტრია. ის ლაგოას ტბაში, სპეციალურ მოცურავე პლატფორმაზეა დამონტაჟებული. ყოველ წელს ნაძვის ხეს სხვადასხვაგვარად რთავენ და განათებების შოუს აწყობენ.

ვაშინგტონი, აშშ


ნაციონალურმა საშობაო ნაძვის ხემ დღესასწაულზე მოსახვედრად დაახლოებით 7 ათასი კილომეტრი იმოგზაურა. წარმოშობით ის ალასკიდანაა.

ბიბლოსი, ლივანი

ეს 35 მეტრიანი საახალწლო “სასწაული” მსოფლიოს ყველაზე ძველ პორტში დგას.

ტურინი, იტალია


ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხის ნახვა პიაცა კასტელოზე არის შესაძლებელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური