GE

მსოფლიოს 15 სკოლის შინაგანაწესი, რომელიც ქართულისგან რადიკალურად განსხვავდება

ბევრი ჩვენგანისთვის სკოლა მკაცრ მასწავლებლებთან, მხიარულ კლასელებთან, სამ რიგში ჩამწკრივებულ მერხებთან და ცუდი ნიშნის მიღების შიშთან ასოცირდება. თუმცა არც ერთ ჩვენგანს მეხსიერებაში იოგის და ტაილანდური ბოქსის გაკვეთილი არ ჩარჩენია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობს სკოლები, სადაც ისინი აუცილებელი საგნების სიაში შედის. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ.

ფინეთი – მოსადუნებელი სკოლა

თუ მოსწავლეს დაფასთან გასვლა არ სურს, მასწავლებელს მისი გამოძახება არ შეძლია. აქ ბავშვებს არც დღიურები აქვთ და არც გამოცდებს აბარებენ. მშობელს შვილის ნიშნების გაგება კლასის ელექტრონული ჟურნალის საშუალებით შეუძლია. ასევე აღსანიშნავია, რომ ამინდის მიუხედავად, ყოველ შესვენებაზე ბავშვები გარეთ სასეირნოდ გაჰყავთ.

ჩინეთი – ვარჯიში და სახის მასაჟი

გაკვეთილების წინ, მოსწავლეები აუცილებლად ვარჯიშობენ. ასევე აუცილებელია დღეში ორჯერ სახის მასაჟის გაკეთება. აქ ზაფხულის არდადეგები მხოლოდ ერთი თვე გრძელდება. რაც შეეხება სასწავლო გრაფიკს, ის მაქსიმალურად დატვირთულია. გაკვეთილები 08:00-დან 16:00 საათამდე გრძელდება.

ნორვეგია – არანაირი ნიშნები

აქ მერვე კლასამდე ნიშნებს საერთოდ არ წერენ. ამგვარად მოსწავლეებს შორის კონკურენცია არ არსებობს და თავს დაჩაგრულად არავინ გრძნობს.

ტაილანდი – ბოქსი და მასაჟი

აქ ყველა ბიჭი ადრეული ასაკიდან ტაილანდური ბოქსით არის დაკავებული, გოგონები კი მასაჟის საფუძვლებს შეისწავლიან. ალბათ, სწორედ ამიტომ, ეს ორი სფერო მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი.

იაპონია – მასწავლებლების უმრავლესობა მამაკაცია

ქვეყანაში მასწავლებლების უმრავლესობა მამაკაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ მათ სკოლებში არ არის სასადილოები და მოსწავლეები პირდაპირ მერხებთან მიირთმევენ.

ვიეტნამი – იოგა ყოველ დღე

ნებისმიერ სკოლაში მოსწავლეები იოგით ყოველ დღე უნდა დაკავდნენ.

ჩეხეთი – საუკეთესო ნიშანი ერთიანია

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ დაბალი ნიშანი „არადამაკმაყოფილებლად“ ითვლება. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: საუკეთესო ნიშანი არის „1“.

ბანგლადეში – სკოლები წყალზე

აქ ასზე მეტი „მოცურავე“ სკოლაა. ისინი ნავებზე გახლავთ განლაგებული. ეს ხშირ წყალდიდობებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ყველა ასეთ სკოლას ბიბლიოთეკა და ინტერნეტთან წვდომა აქვს.

ჩილი – ყველაზე გრძელი არდადეგები

ჩილი მცხოვრებ მოსწავლეებს ძალიან გრძელი საზაფხულო არდადეგები აქვთ – დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე.

ბელგია – ლუდი სკოლაში

70-იან წლებამდე სკოლის სასადილოებში ლუდი თავისუფლად იყიდებოდა. ამჟამად ბელგიელ მოსწავლეებს მხოლოდ გაზიანი სასმელების დალევა შეუძლიათ. თუმცა ლუდის დაბრუნებას ბევრი მომხრე ჰყავს. მათი აზრით, ის კოკა-კოლაზე ბევრად უფრო სასარგებლოა.

დიდი ბრიტანეთი – ყველაზე ძველი სკოლა

აქ მსოფლიოს უძველესი კენტერბერის სამეფო სკოლა მდებარეობს. ის 597 წელს დაარსდა. ამჟამად ის თანამედროვე მოწყობილობებით არის აღჭურვილი და მოსწავლეების მიღებას კვლავ განაგრძობს.

ინდოეთი – 32 000 მოსწავლე ერთ სკოლაში

აქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სკოლა – მონტესორი, რომელშიც ერთდროულად 32 000 მოსწავლე სწავლობს.

დანია – არავითარი კლასები და კაბინეტები

კოპენჰაგენში მდებარე ორესტადის სკოლა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია. აქ კედლები და კლასები არ არის. არსებითად ყველა ერთ უზარმაზარ შენობაში მეცადინეობს.

ამერიკის შეერთებული შტატები – ბავშვები მიწისქვეშეთში

ვირჯინიის შტატში მდებარე სკოლის – ტერასეტის მოსწავლეებს, შეიძლება, „მიწისქვეშეთის ბავშვები“ ვუწოდოთ. სკოლა 70-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული კრიზისი დროს აშენდა. საქმე იმაშია, რომ მიწის ბუნებრივ საფარს ენერგიისა და სითბოს შენარჩუნება შეუძლია.

კანადა – არანაირი დისციპლინა, ნიშნები და საშინაო დავალებები

სკოლაში ALPHA  ყოველთვის დაუჯერებლობის დღესასწაულია. აქ არ არის დისციპლინა, ნიშნები, საშინაო დავალებები. მოსწავლეები გაკვეთილებს თვითონ ირჩევენ. აქ კლასები არა ასაკის, არამედ ინტერესის სფეროს მიხედვით ნაწილდება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური