GE

მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი საყვარელი წიგნების შესახებ – რას კითხულობს ნონა გაფრინდაშვილი

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ, EDU.ARIS.GE-ს რუბრიკაში „ჩემი წიგნი“ გთავაზობთ ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის მოსაზრებას, თუ საიდან უნდა დავიწყოთ წიგნის კითხვა, გონებრივი გაზრდა და განვითარება და რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები:

noonaaa-cr-739x428–კითხვა ძალიან მიყვარდა. ჭადრაკის გარდა იყო პერიოდი, როცა დასვენება მჭირდებოდა და ჩემი დასვენების საშუალება სწორედ რომ წიგნის კითხვა იყო. ბავშვობაში ზღაპრებს ბებია მიკითხავდა, მოგვიანებით, ალექსანდრე დიუმა და სხვა მსოფლიო, ქართული და რუსული ლიტერატურა გადაკითხული მქონდა.

თანამედროვე თაობას ვურჩევდი რომ კლასიკას გაეცნონ. დღემდე ჩემი სამაგიდო წიგნია „დათა თუთაშხია“, რაც ხდება და რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ამ კაცს აქვს აღწერილი. არასდროს მიპასუხია კითხვაზე, რომელია ჩემი საყვარელი მწერალი, ნაწარმოები, მოჭადრაკე, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ყველას თავისი ისტორია აქვს. შეიძლება ერთი მწერლის ერთ წიგნზე გადაირიო და მეორე მწერლის მეორე ნაწარმოები მოგეწონოს, ამით არ უნდა შეაფასო მათი შემოქმედება. არც ის ადამიანი ვარ ჩემი თავი პერსონაჟს რომ შევადარო. ახლა „აიპედში“ ჩავტვირთავ ხოლმე ბესტსელერებს და გასართობად ვკითხულობ, როგორც ჩვეულებრივი წიგნი ისე მიჭირავს, გზაში, ქუჩაში, ყველგან სადაც დავდივარ, ძალიან მოსახერხებელია. ახალ–ახალს ვეცნობი ხოლმე და ეს ძალიან მომწონს. ბოლო დროს წაკითხული ავტორებიდან ტომ კლენსი საუკეთესო იყო.

ქართველმა მოჭადრაკემ EDU.ARIS.GE-ს მკითხველს მხოლოდ თავისი სამაგიდო წიგნი გაუმხილა და ახალგაზრდა თაობას ურჩევს, რომ სწორედ ეს წიგნი, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ წაიკითხონ.  აქვე გთავაზობთ იმ ორი მწერლის შემოქმედებას, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს მოსწონს და რეკომენდაციას უწევს, რაც შეიძლება მეტმა წაიკითხოს:

  • ალექსანდრე დიუმა
  • ტომ კლენსი

ქეთი არის© გიგოლაშვილი

რუბრიკის სხვა სტუმრები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური