GE

მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი – 2015 წლის რეიტინგი

ლონდონის ყოველკვირეულმა ჟურნალმა – Times Higher Education-მა მსოფლიოს ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის რეიტინგის შესაქმნელად, აკადემიურ საკითხებში მსოფლიოს ყველაზე კომპეტენტური შემფასებლები მოიწვია, რათა მათ საერთაშორისო უნივერსიტეტების ტოპ-100 უძლიერესი ბრენდის სია საბოლოოდ ჩამოეყალიბებინათ.

რეიტინგის რედაქტორმა, ფილ ბეიტმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებისათვის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, Times Higher Education-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სწორედ ეს ფაქტორია გადამწყვეტი პროფესორებისთვის, როდესაც ისინი ახალ უნივერსიტეტებს ეძებენ სამუშაოს დასაწყებად.

რეიტინგი მხოლოდ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები საუკეთესო აკადემიკოსთა მიერ მიიღება, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობენ ჩვენი უნივერსიტეტების უპირატესობებსა თუ ნაკლოვანებებს. ამ შემთხვევაში, 10.500 საუკეთესო პროფესორი გამოიკითხა 142 ქვეყანაში.

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების საუკეთესო 10-ეულს.

წარმოდგენილ ცხრილში ზედა მხარეს მოცემულია 2015 წლის რეიტინგი, ქვევით კი გასული, 2014 წლის.   

the-2015-650-2

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალა.

თუ გასული წლის საუკეთესოთა რეიტინგში პირველ სამეულში მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტები მოხვდნენ, წელს მეორე მესამე ადგილს ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ათეულში ამერიკული უნივერსიტეტები ჭარბობს, გასულ წელთან შედარებით, ლიდერი მასაჩუსეტის უნივერსიტეტი ორი ადგილით დაქვეითდა, იგივე ბედი გაიზიარა სტენფორდის უნივერსიტეტმაც.

ყველაზე მეტად კი საკუთარი შედეგი კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებმა გააუმჯობესეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველ პოზიციას 2011 წლიდან არ თმობს. ვნახოთ, როგორი იქნება 2016 წლის პრესტიჟული უნივერსიტეტების რეიტინგი და გაუმართლებს თუ არა მაშინ მაინც რომელიმე ქართულ კერძო, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტს.

თ.ჟ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური