GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა

15-16 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

უნივერსიტეტის მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში სტუდენტებს, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს და საერთაშორისო განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ერაზმუს+ პროგრამებს, გაეზიარებინა საერთაშორისო მობილობის გამოცდილება და პროფესიული განვითარების ახალი გზები აღმოეჩინა.

ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ფარჯანაძემ გახსნა.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა დამსწრეებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და ერაზმუს+ შესაძლებლობები გააცნო, რის შემდეგაც სტუდენტებისთვის ინტერაქტიული აქტივობაც გაიმართა და გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

„ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა დამსწრეებისთვის ისაუბრეს საკუთარ ერაზმუსის გამოცდილებაზე და მომავალი აპლიკანტებისთვის პრაქტიკული რჩევები გააზიარეს.

ერაზმუსის დღეების დასკვნითი ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტურმა გუნდმა გახსნა, რის შემდეგაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ მოხსენება, თემაზე – „განათლების მისია: ინტერნაციონალიზაცია, მომავლის უნარები და დასაქმების პერსპექტივები საქართველოში“, წარადგინა.

ორდღიანი პროგრამა პანელური დისკუსიით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ:

  • მარიამ ქებურია – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • ლიკა გუმბერიძე – ინგლისური ენის კოორდინატორი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
  • მარიამ სულაშვილი – ერაზმუს+ ეროვნული ოფისის დირექტორი საქართველოში;
  • ზაზა ფურცელაძე – ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ნანობაშვილი – ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში;
  • მარიამ შურღაია – შვეიცარული საერთაშორისო სკოლის დირექტორი.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს გლობალური უნარ-ჩვევები მომავლის კარიერისათვის და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

„ევროპის უნივერსიტეტი“ ყოველწლიურად უერთდება ერაზმუსის დღეების მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნას და ყველა დაინტერესებული მხარისთვის პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარებით ხელს უწყობს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვის მოტივაციის ამაღლებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური