შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განახლდა. ამის შესახებ დღეს, 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დადგენილებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
უწყებათაშორისი კომისიის ახალი შემადგენლობა:
1. ლევან ღირსიაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.
2. თამარ მახარაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.
3. ილია ბეგიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.
4. მზია გიორგობიანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.
5. ქეთევან ახვლედიანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
6. შავლეგ თოდუა − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
7. ლევან კერესელიძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
8. ლალი კალანდაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
9. დავით გიორგაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი − კომისიის წევრი.
10. ზურაბ რაზმაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.
11. თამარ მალაზონია − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის შეფასებისა და პროგრამების დანერგვის სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.
12. გიორგი შონია − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი.
13. ქვარა ჩართოლანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.
14. მარიამ თავაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
15. სოფიო ბარნაბიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერი − კომისიის წევრი.
16. მედეა შამუგია − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განკარგვა“ პროგრამის კოორდინატორი − კომისიის მდივანი.
ასევე იხილეთ:
-
რა უნდა იცოდეს მოსწავლემ უცხოურ ენაში საბაზო საფეხურზე – სტანდარტი დამტკიცდა
by ARIS.GE-განათლება
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება