SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერას. Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში, უნივერსიტეტის სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით პარტნიორ რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს (Università Mercatorum) ეწვია.
SANGU-ს მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერკატორუმის უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ციფრული და ონლაინ უნივერსიტეტი იტალიაში. შესაბამისად, მობილობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს უნივერსიტეტის მუშაობის ინოვაციური პრინციპებისა და კონცეფციის სიღრმისეული გაცნობა, განსაკუთრებით ელექტრონული სწავლების, ციფრული ადმინისტრირებისა და აკადემიური პროცესების ტექნოლოგიური მართვის მიმართულებით.
ვიზიტი, იტალიელ კოლეგებთან ერთად, იურიდიული და ტექნოლოგიური განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული მეთოდების შესწავლასაც ითვალისწინებს. პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკას, გაიზიარონ ცოდნა და მნიშვნელოვანი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მიიღონ.
აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
-
SANGU-ში სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი