კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) ოპერაცია დაინერგა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – რეგიონის მასშტაბით ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის ლიდერი ხდება. კლინიკამ აქტიურად დაიწყო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და სიმსუქნის მკურნალობის სრულიად ახალი, მეტაბოლური ტიპის ოპერაციის – MagDi-ის (მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია) ჩატარება.
უნივერსიტეტის მიერ 20 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნოვაციის წყალობით, CIU-ის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა რიგით მეორე სამედიცინო ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიასა და ევროპაშიც კი, სადაც პაციენტებს ამ უნიკალური პროცედურით მკურნალობის შესაძლებლობა ეძლევათ. ოპერაციის მთავარი ორიგინალურობა და უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მაგნიტების გამოყენებით ტარდება და არ მოითხოვს რომელიმე ორგანოს გაკვეთას ან ამოკვეთას. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტი ბინაზე მეორე დღესვე ეწერება, ხოლო სისხლში გლუკოზის დონე სრულად რამდენიმე კვირაში ნორმალიზდება.
აღნიშნული პროცედურა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორ დავით აბულაძის აქტიური მხარდაჭერით დაინერგა, ხოლო ოპერაციებს ზოგადი, ბარიატრიული და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ხვიჩა ხაჯაველიძე ატარებს.
აღსანიშნავია, რომ MagDi-ის ოპერაციას გლობალური მასშტაბითაც ქართული ფესვები აქვს: მსოფლიოში პირველად ის უშუალოდ ადამიანზე თბილისში ჩატარდა ცნობილი კანადელი ქირურგისა და მეცნიერის, პროფესორ მიშელ გარნიეს და პროფესორ დავით აბულაძის მიერ. თავისი რევოლუციური შედეგებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ოპერაციამ მალევე ჰპოვა ფართო აღიარება და გავრცელება მთელ მსოფლიოში, დღეს კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ამ გლობალური სამედიცინო მიღწევის ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენს.
-
CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
ვაზის აფხაზური და აჭარული ჯიშების კვლევის შედეგები – CIU-ში სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი