20 ოქტომბერი, 2026 11:02
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ემიგრაციაში 114 374 ადამიანი წავიდა, მათგან 17 693 კი 0-19 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში შედიან მოსწავლეებიც, რომლებმაც გასულ წელს ქვეყანა დატოვეს.
უფრო კონკრეტულად, საქართველოში დემოგრაფიული ვითარების (2025) შესახებ საქსტატის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ემიგრაციაში წავიდა:
- 0 ასაკობრივ ჯგუფიდან – 2 872 პირი
- 1-4 ასაკობრივი ჯგუფიდან – 2 709 პირი
- 5-9 ასაკობრივი ჯგუფიდან – 2 894 პირი
- 10-14 ასაკობრივი ჯგუფიდან – 2 683 პირი
- 15-19 ასაკობრივი ჯგუფიდან – 6 535 პირი
რაც შეეხება ამავე ასაკობრივ ჯგუფებში სქესის მიხედვით ემიგრანტების რიცხოვნობას, მონაცემები ასეთია:
- 0 წლის: ბიჭი – 1 618, გოგონა – 1 254
- 1-4 წლის: ბიჭი -1 432, გოგონა – 1 277
- 5-9 წლის: ბიჭი – 1 521, გოგონა – 1 373
- 10-14 წლის: ბიჭი – 1 534, გოგონა – 1 149
- 15-19 წლის: ბიჭი – 3 739, გოგონა – 2 796
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის საქსტატის ანგარიში
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი