GE

„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება

27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სემინარი „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია – კვლევითი იდეიდან სამეცნიერო პუბლიკაციამდე“ გაიმართება.

უნივერსიტეტის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს მაგისტრანტების კვლევითი უნარების განვითარებას და მათ მხარდაჭერას დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობის პირველ ეტაპზე. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ აქციონ საინტერესო იდეა კონკრეტულ საკვლევ კითხვად, შეარჩიონ შესაბამისი კვლევის მეთოდები, მოიძიონ და შეაფასონ სამეცნიერო წყაროები, მოამზადონ აკადემიური სტატია და მისი გამოქვეყნებისთვის შესაფერისი გამოცემა შეარჩიონ.

სემინარი მაგისტრანტებს დაეხმარება სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, საკუთარი კვლევის შედეგების სამეცნიერო საზოგადოებისთვის წარდგენასა და პირველი სამეცნიერო პუბლიკაციის მოსამზადებლად საჭირო უნარების განვითარებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური