GE

მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასწავლო კურსები

1. ნეკერჩხლის ნაყენის ისტორია
ალფრედის უნივერსიტეტში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ნაყენის შექმნის ისტორიას და დამოუკიდებლად დამზადებაც კი შეისწავლოთ.

2. ქუჩის ჩხუბის მათემატიკა
ამ დისციპლინის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ჩხუბებს აანალიზებენ მათემატიკური მეთოდებით.

3. როგორ გავიმარჯვოთ სილამაზის კონკურსში
პრინციპში, კურსის სრული დასახელება, რომელიც ისწავლება ობერტონის კოლეჯში ჟღერს ასე: “როგორ გავიმარჯვოთ სილამაზის კონკურსში: რასა, სქესი, კულტურა და ნაციონალური კუთვნილება”.

4. გოლფის მოედნის მოვლა
ტარლეტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ფაკულტეტი მათთვის, ვისაც მოსწონს გაზონის მოვლა და ქვიშის ხაფანგების დაგება.

5. ელფების ენის კურსები “ბეჭდების მბრძანებლიდან”
ამ უცნაური უნარის დაუფლებას შეძლებთ ვისკონსინის უნივერსიტეტში.

6. ცხოვრება დღეში ერთ დოლარად
ალფრედის უნივერსიტეტში თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ ნამდვილი “წუწურაქი”. დამეთანხმებით, ძალიან ირონიული დასახელებაა საგნისთვის, რომელიც ისწავლება კერძო სასწავლო დაწესებულებაში.

7. ავეჯის დამზადება
კიდევ ერთი საინტერესო კურსი, წარმოდგენილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ: ამჯერად მოგიწევთ ააწყოთ თქვენივე სამუშაო ადგილი.

8. კალათების წყალქვეშა დაწვნა
ჩვენ ვერ გავიგებთ, რატომ არსებობს რიდ-კოლეჯში ამგვარი საგანი. უკომენტაროდ 🙂

9. ნაგვის ნარჩენების ყველა “მშვენიერება”
ეს კურსი, რომელიც არჩევადია სანტა-კარლის უნივერსიტეტში, განიხილავს ნაგვის გახრწნასა და სპეციფიკური სუნის წარმოქმნას.

10. მოქმედების ტაქტიკა ვიდეოთამაშში “Starcraft”
ეს საგანი, შემოთავაზებული ბერკლში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ, გათვლილია მხოლოდ ყველაზე გაუმაძღარი მოთამაშეებისთვის.

11. ზომბი მასმედიაში
ჩიკაგოში მდებარე კოლუმბიური უნივერსიტეტი გვთავაზობს თვითგადარჩენის საბაზისო კურსს ზომბი-აპოკალიფსის შემთხვევაში.

12. თუფაქ შაკურის ფილოსოფია
ვაშინგტონის უნივერსიტეტში თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ რეპერი 2PAC ესთეტიკის თვალსაზრისით.

13. საპნის ბუშტების გასაოცარი სამყარო
კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა იციან, რა არის ნამდვილად მაგარი. ბუშტები – ეს საოცარია. ამიტომაც მათ შექმნეს საგანი ბუშტების შესახებ.

14. რეალური განგსტერი
ობერლინის კოლეჯის ექსპერიმენტული კურსი მთელი სემესტრის განმავლობაში განგსტერობის ყველა მსურველს საშუალებას მოგცემთ, გაგრძნობინოთ ბანდიტური “რომანტიკა”.

15. ხეზე ცოცვა
რჩეულთაგან მხოლოდ რამდენიმე თუ შეძლებს, გააცნობიეროს, ხეზე სწრაფად და ეფექტურად ცოცვის მნიშვნელობა. ამ მცირე რიცხვში შედიან კორნელლის უნივერსიტეტის სტუდენტები.

15. საბჭოთა პლაკატებით პროპაგანდა
როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში თქვენ შეძლებთ გაიგოთ კაპიტალიზმის ყველა ნაკლისა და მავნებლობის შესახებ.

16. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და ამერიკული საზოგადოება
ტემპლის უნივერსიტეტში არსებობს საგანი, რომელიც შეისწავლის ამერიკული საზოგადოების რეაქციას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და უცხოპლანეტელებზე.

17. პატარძლები ფოსტით: ფილიპინელები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მენტალიტეტი
ეს კურსი განკუთვნილია ფილიპინელი ქალების ქცევის სტერეოტიპების შესწავლისათვის.

18. “ბარბის” აუტანელი სითეთრე
დასავლურ კოლეჯში არის საგანი, რომელშიც მეცადინეობისას გამოიყენება ბარბი, რათა გამართონ დისკუსია სქესობრივ, რასობრივ და სოციალურ თანასწორობაზე.

19. სუპერგმირების მეცნიერება
კალიფორნიის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს შეისწავლონ ფიზიკა იმგვარ კონტექსტში, რომელიც კარგად ნაცნობია ყველასთვის, კერძოდ სუპერგმირების.

20. ჭორები
კორნელლის უნივერსიტეტის ამ სასწავლო კურსის დასახელებამ შეიძლება დაგვაბნიოს. სტუდენტები კონცენტრირებული არიან არა ყვითელი პრესის განხილვაზე, არამედ ჭორაობის, როგორც მოვლენის, მეცნიერულ ახსნაზე.

21. სიარულის ხელოვნება
დადის ჭორები, რომ ცენტრალურ უნივერსიტეტში შესაძლებელია მიიღოთ ჩათვლა ამ საგანში მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ უბრალოდ მიხვედით მასზე.

22. სწავლება “YouTube-ში”
რომელ სტუდენტს არ სდომებია ჩათვლის მიღება იუთუბზე ვიდეოების ყურებით?

წყარო: ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური