გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
30 მარტს, „ჰორიზონტი ევროპა“ – საქართველოს ეროვნული ოფისის ინიციატივითა და ამავე ოფისის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორის, გიორგი მღებრიშვილის ორგანიზებით, უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო:
- WIDERA-ს (Widening, ERA) 2026 წლის კონკურსები;
- პოსტსადოქტორო კვლევები, სადოქტორო ქსელების აქტივობები და ერთობლივი სადოქტორო კვლევები;
- კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება.
ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა (ნინო როდონაია – მონაწილეობის გაფართოება და ევროპული კვლევითი სივრცის გაფართოების ეროვნული საკონტაქტო პირი, თეონა მაისურაძე – მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი, თამარ ბერბერაშვილი – მეორე კლასტერის ეროვნული საკონტაქტო პირი.) დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, მონაწილეობისათვის საჭირო ძირითადი ნაბიჯები და არსებული შესაძლებლობები გააცნეს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი