ალტე უნივერსიტეტში „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ალტე უნივერსიტეტში, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობა აბიტურიენტებმა მიიღეს.
დაჯილდოების ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია 105 წლის გადასახედიდან“.
სტუდენტებსა და აბიტურიენტებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა: სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ცხადაძემ, საჯარო სამართლის პროფესორმა გიგა ლემონჯავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, პროფესორმა ქეთევან ერემაძემ.
სპიკერებმა ისაუბრეს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ განსაზღვრა ამ ისტორიულმა დოკუმენტმა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები:
- გაგი სულაქველიძე – I ადგილი
- გიორგი ფასიეშვილი – II ადგილი
- მარიამ გოგუა – III ადგილი
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი