GE
31 მარტი, 2026 14:22

სასკოლო ფორმები სავალდებულო, შესაძლოა, მე-7 კლასის მოსწავლეებისთვისაც გახდეს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო ფორმები სავალდებულო, შესაძლოა, VII კლასის მოსწავლეებისთვისაც გახდეს.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის ხდება ცნობილი, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში უკვე მსჯელობენ.

ვიდრე სასკოლო ფორმას საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც მოირგებენ, მანამდე მათი ჩაცმა I-VI-კლასელებს სავალდებულო წესით მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სიახლეს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ითვალისწინებს და ის 2026-2027 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ის ვიცით, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა-რეალიზაციას ახლადდაფუძნებული, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული შპს – „საგანმანათლებლო რესურსები“ უზრუნველყოფს. მოსწავლეების სასკოლო ფორმებს კი, გივი მიქანაძის უწყება თავისი გემოვნებით შეარჩევს.

ასევე იხილეთ:

„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

სკოლის მოსწავლეებს ფორმებით, წიგნებითა და ავეჯით განათლების სამინისტროს შპს მოამარაგებს

schools.ge (ნ)