SANGU-ში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო სესია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიეძღვნა
26 მარტს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ფილოლოგიის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტთა სამეცნიერო სესია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიეძღვნა.
უნივერსიტეტის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სესია გახსნა პროფესორმა მანანა ტაბიძემ, რომელმაც თემაზე – „ქართული ენის პრობლემური საკითხების შეფასება საქართველოს პატრიარქის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში“, მოხსენება წაიკითხა.
ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, სალომე იაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია, თემაზე – „ილია მეორე ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობის შესახებ“.
სტუდენტმა, ელენე აბიათარმა აუდიტორიას გააცნო საკითხი „პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცემული საღვთისმეტყველო ლიტერატურის ენობრივი თავისებურებები“.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საკითხებზე და ქართული ენის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
-
SANGU-ში საერთაშორისო კონფერენცია – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მიღებას აცხადებს – ვადები და პირობები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU – ში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდის უმასპინძლეს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი