„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტურ კლუბებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა
20–25 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტში“, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტურ კლუბებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
უნივერსიტეტის მიერ 30 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ცენტრი მოლაშქრეთა, სპორტულ, სამაგიდო თამაშების, ხელოვნებისა და დებატების კლუბებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სტუდენტებმა გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები განსახორციელებელ აქტივობებზე და ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრები სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა და ინტერაქციული ხასიათის იყო.
კლუბების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საკუთარ სამოქმედო გეგმებსაც წარმოადგენენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი