სექტემბერში პირველ კლასში ის ბავშვებიც შევლენ, ვისაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ – ცვლილება დამტკიცდა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს უკავშირდება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, მომავალ სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, სკოლებში პირველ კლასში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც მიეცემათ, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, გარდამავალი დებულების ნაწილს საგამონაკლისო რეგულაცია ემატება, მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ამავე თემაზე:
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება
-
გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების აკადემიური შედეგები მძიმეა – რაზე საუბრობს განათლების მკვლევარი გადატვირთული სკოლების კონტექსტში
by ARIS.GE-განათლება