„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
8 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით, თემაზე – „მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“, პანელური დისკუსია გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 4 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დისკუსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეა კასრაძე გაუძღვება.
დისკუსიის ფარგლებში საუბარი იქნება მწვანე ფინანსების მნიშვნელოვან როლზე მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების გადაჭრაში. წამყვანი მონაწილეებს გააცნობს კავკასიის რეგიონის და თურქეთის მაგალითზე (2019-2023 წწ) ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც 2025 წლის 1-ელ ივლისს წარდგენილი იქნა თურქეთის ქალაქ იზმირში, იაშარის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ „მდგრადი, ცირკულარული მენეჯმენტისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (ISCMEE 2025). ნაშრომის ორიგინალურმა, არსებული კვლევებისაგან განსხვავებულმა შედეგებმა კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრების მხრიდან დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
-
CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამივე საფეხურის პროგრამებს შვიდწლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი