ნახატები, რომლებიც ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა იცნოს
იმისათვის, რომ განათლებულ და მრავალმხრივად განვითარებულ პიროვნებად ითვლებოდეთ, სხვადასხვა სფეროში ცოდნის ქონაა საჭირო. მხატვრობის ისტორიაში ადამიანებმა ასობით გენიალური ნამუშევარი შექმნეს. ყველა ადამიანმა ზოგი მათგანი თუნდაც იმისათვის უნდა იცოდეს, რომ მონესა და მანეს განსხვავება შეძლოს. გთავაზობთ ყველა დროის ცნობილი ნახატების სიას, რომლებმაც ფერწერის ისტორიაზე დიდი ზეგავლენა იქონია.
ფოტოს სანახავად უნდა დააკლიკოთ დასახელებას:
უძველესი მხატვრობა
• გამოსახულება შოვეს გამოქვაბულში, დაახლოებით 30 ათასი წლის წინ
• ნახატები ალტამირის მღვიმეში, დაახლოებით 15 ათასი წლის წინ
XIII–XV საუკუნეები
• ჩენ რონგი ,,ცხრა დრაკონი“, 1244
• ანდრეი რუბლევი ,,სამება“, 1427
• რობერტ კამპენი ,,Mérode Altarpiece“, 4132
• იან ვან ეიკი ,,არნოლფინების ოჯახის პორტრეტი“, 1434
• როგირ ვან დერ ვეიდენი ,,ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“, 1435
• ანდრეა მანტენია ,,მკვდარი ქრისტე“, 1478
• სანდრო ბოტიჩელი ,,ვენერას დაბადება“, 1486
• ლეონარდო და ვინჩი ,,ქალი ყარყუიმით“, 1490
• ლეონარდო და ვინჩი ,,მადონა ლიტა“, 1490
• ლეონარდო და ვინჩი ,,საიდუმლო სერობა“, 1498
XVI საუკუნე
• ლეონარდო და ვინჩი ,,სამყაროს მხსნელი“, 1500
• იერონიმ ბოსხი ,,ტკბობის ბაღი“, 1510
• ჯორჯონე ,,მძინარე ვენერა“, 1510
• მიქელანჯელო ბუონაროტი ,,ადამის შექმნა“, 1511
• რაფაელ სანტი ,,სიქსტეს მადონა”, 1514
• ტიციანი ,, მიწიერი და ციური სიყვარული”,1516
• ლეონარდო და ვინჩი ,,მონა ლიზა”, 1519
• პირეტ ბრეიგელი ,,ბაბილონის კოშკი”, 1563
XVII საუკუნე
• კარავაჯო ,,იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთა”, 1608
• რემბრანდტი ,,დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი”, 1632
• რემბრანდტი ,,ღამის გუშაგი”, 1642
• იან ვერმეერი ,,მოსამსახურე რძით”, 1661
• იან ვერმეერი ,,გოგონა მარგალიტის საყურით”, 1665
• რემბრანდტი ,,უძღები შვილის დაბრუნება”, 1669
XVIII საუკუნე
• ჟან-ჰონორ ფრაგონარდი ,,საქანელა”, 1767
• ჯონ ქოფლეი ,,უოთსონი და ზვიგენი“, 1778
• ჟაკ-ლუი დავიდი ,,ჰორაციუსთა ფიცი”, 1784
• ჟაკ-ლუი დავიდი ,,მარატის სიკვდილი”, 1793
XIX საუკუნე
• ჟან ოგიუსტ დომინიკი ,,დიდი ოდალისკი“, 1814
• კასპარ დავიდ ფრიდრიხი ,,მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე“, 1818
• ფრანსისკო გოია ,,სატურნი ჭამს თავის შვილს“, 1823
• კაცუსიკა ჰოკუსაი ,,კაგანავეს დიდი ტალღა“, 1831
• კარლ ბრიულოვი ,,პომპეის უკანასკნელი დღე“, 1833
• გუსტავ კუბერტი ,,Le Désespéré“, 1843-1845
• ფრანჩესკო ჰაიეზი ,,კოცნა“, 1859
• ედუარდ მანე ,,საუზმე ბალახზე“, 1863
• ჯეიმს უისტლერი ,,არანჟირება ნაცრისფერ და შავ ფერებში. უისტლერის დედა“, 1871
• კლოდ მონე ,,ქალი ქოლგით. ქალბატონი მონე ვაჟიშვილთან ერთად“, 1875
• პიერ ოგიუსტ რენუარი ,,Luncheon of the Boating Party“, 1881
• ედუარდ მანე ,,ბარი ფოლი-ბერჟესი“, 1882
• ივან კრამსკოი ,,ქალის პორტრეტი“, 1883
• ვალენტინ სეროვი ,,გოგონა ატმებით“, 1887
• ვინსენტ ვან გოგი ,,ვარსკვლავებიანი ღამე“, 1889
• პოლ გოგენი ,,ქალი ხილით“, 1893
• ედვარდ მუნკი ,,კივილი“, 1893
• სერ ფრედერიკ ლეიტონი ,,Flaming June“, 1895
• ედგარ დეგა ,, ლურჯი მოცეკვავეები“, 1897
XX საუკუნე
• პოლ სეზანი ,,მობანავეები“, 1900
• პაბლო პიკასო ,,გოგონა ბურთზე“, 1905
• გუსტავ კლიმტი ,,კოცნა“, 1908
• ანრი მატისი ,,ესპანელი ქალი დაირათი“, 1909
• ანრი მატისი ,,ცეკვა“, 1910
• კაზიმირ მალევიჩი ,,შავი კვადრატი“, 1915
• კაზიმირ მალევიჩი ,,სუპრემატისტული კომპოზიცია“, 1916
• მარკ შაგალი ,,ქალაქის მაღლა“, 1918
• გრანტ ვუდი ,,ამერიკული გოთიკა“, 1930
• სალვადორ დალი ,,მეხსიერების იგივეობა“, 1931
• პაბლო პიკასო ,,გერნიკა“, 1937
• ჯექსონ პოლოკი ,,ერთი: ნომერი 31“, 1950
• მარკ როთკო ,,ნომერი 1 (მეფური წითელი და ლურჯი)“,1954
• რენე მაგრიტი ,,ძე კაცისა“, 1964
რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია. თქვენ რომელ ნახატებას შემატებდით მას?
მოამზადა თეა ინაშვილმა