ნაყოფიერი სამუშაო დღის 11 მარტივი წესი
ჩვენ ხშირად რამოდენიმე განსხვავებული დავალების შესრულება ერთდროულად და მცირე დროში გვიწევს.
როგორ ვაქციოთ ჩვენი სამუშაო დღე პროდუქტიულად?
გთავაზობთ 11 არც თუ ისე რთულ წესს:
გააუქმეთ ყველა ის წყარო, რომლის ხელმომწერიც ხართ და რომელთაც თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო ნაკლები წერილი ჩავარდება თქვენს „ინბოქსში“, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ ფოსტის გასაფილტრად და ნაკლებად გაგეფანტებათ გონება წერილებზე, რომელთა 80% თქვენ საერთოდ არაფერში გამოგადგებათ.
თუ email არ ითხოვს კონკრეტულ პასუხს ან ქმედებას, უბრალოდ წაშალეთ. წესი “zero inbox” (ცარიელი „ინბოქსი“ დღის განმავლობაში) – ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორია მუშაობისთვის. თქვენი ელექტრუნილი ფოსტა უნდა იქცეს ერთგვარ დავალებათა და საქმეთა ნუსხად და არა არააქტუალური/არასაჭირო ინფორმაციის ნაგავსაყრელად.
მუშაობისას გამოიყენეთ ერთი პროგრამა და არა რამოდენიმე ერთდროულად. არ იყენებთ სამსახურში სოციალურ ქსელებს? – დახურეთ „ფეისბუქი“ და „თვითერი“. დაასრულეთ წერილებზე პასუხების გაცემა? – დახურეთ ფოსტა ან ვებ-ინტერფეისის ფანჯარა. დახურეთ ბრაუზერი, როგორც კი საიტებთან მუშაობას მორჩებით. დახურეთ ტექსტური რედაქტორი, მას შემდეგ რაც კომერციული შეთავაზების წერას დაასრულებთ. უმჯობესია თუ ათეულობით ფანჯარა არ იქნება გახსნილი. „მულტიდავალებები“ გიფანტავთ ყურადღებას და საბოლოო ჯამში არ გაძლევთ საშუალებას ბოლომდე მიიყვანოთ რომელიმე ერთი დაწყებული საქმე.
გამორთეთ ყველა შეტყობინება. ყველა შეტყობინება – რჩევები კალენდრიდან, დამგეგმავები, ფოსტა, სოც.ქსელები, საათის პროგრამა – მუშაობისას მხოლოდ გიფანტავთ გონებას. იმუშავეთ თუნდაც ორიოდე საათი „ციფრულ სიჩუმეში“, ხოლო შემდეგ უპასუხეთ კომენტარებს და შეტყობინებებს.
დაყავით თქვენი სამუშაო დღე პატარა სეგმენტებად. 30-45 წუთი არის სამუშაოს საუკეთესო პერიოდი. ამ პერიოდებს შორის გააკეთეთ შესვენება, იმოძრავეთ, დალიეთ ყავა ან წყალი, წაიკითხეთ, დაიძინეთ, გაიხედეთ ფანჯარაში. დაკავდით რითაც გინდათ 10-15 წუთი, შემდეგ კი დაუბრუნდით სამუშაოს.
თუ „გაიჭედეთ“ და სამუშაო წინ ვერ მიიწევს – გადით ოფისიდან გარეთ ან მინიმუმ ცოტახნით დატოვეთ თქვენი სამუშაო ადგილი გაისეირნეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, წაიხემსეთ, იფიქრეთ, უბრალოდ მოუსმინეთ მუსიკას და უყურეთ ქალაქს. დაუბრუნდით სამსახურს მხოლოდ „ნათელი გონებით“.
გამორთეთ ტელევიზორი, უარი თქვით საკაბელოზე ან დააყენეთ ქრონომეტრი, რომ ერთ საათში თქვენი „ყუთი“ ავტომატურად გამოირთოს. არსებობს ათეულობით სასარგებლო და საინტერესო განტვირთვის საშუალება, რომელთაც თქვენ დიდ ეკრანზე სარეკლამო კომპლექტებსა და საინფორმაციო სურათებს ამჯობინებთ.
ეცადეთ ჩაინიშნოთ რა ჭამეთ დღის განმავლობაში და როგორ გრძნობთ თავს ამის შემდეგ. თქვენ შესაძლოა ვერ ხვდებით, მაგრამ გარკვეულ საკვებს და პროდუქტს შეუძლია მოგადუნოთ, ჩაგაგდოთ დეპრესიაში, გაგხადოთ ენერგიული, ნერვული, მხიარული ან მთლიანად წაგართვათ კონცენტრაციის უნარი. განსაზღვრეთ კვების ის პროდუქტები, რომელიც გადუნებთ – და ეცადეთ გაექცეთ მათ ყოველდღიური რაციონიდან. ასევე გადაამოწმეთ ხილ-ბოსტნეულის და სხვა საკვების შემადგენლობას ყოველღიურ რაციონში.
შეამცირეთ სოციალურ ქსელებში მათი რაოდენობა, ვისთანაც „მეგობრობთ“ და ხართ ე.წ. “ფოლოუერი” . წაშალეთ „მეგობრებიდან“ ყველა, ვისთან ურთიერთობაც საეჭვო ან გაუგებარია თქვენთვის. ამაში არაფერია პირადული. თქვენ უნდა მოახდინოთ კონცენტრირება და გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ იმასთან, ვისაც თქვენთვის პროფესიული და პირადული ღირებულება გააჩნია, და არ გამოედევნოთ „მეგობრების“ და ხელმომწერების რაოდენობას.
ეცადეთ მნიშვნელოვანი სამუშაო გააკეთოთ შედარებით მოკლე დროში, როდესაც გრძნობთ, რომ იმყოფებით დღევანდელი შესაძლებლობების და შთაგონების „პიკში“. დღის განმავლობაში ასეთი განწყობა ყველას ეუფლება განსხვავებულ დროს და ის უნდა გამოვიყენოთ. „პიკური აქტივობის“ დროს გამორთეთ ტელეფონი, არ უპასუხოთ წერილებსა და შეტყობინებებს, გადადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები და უბრალოდ იმუშაბეთ.
გამორთეთ სოციალური ქსელების ყველა შეტყობინება. განა თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია ვინ როდის დაგიმეგობრდათ ან რამდენი ჩანაწერი დაგიტოვეს მიკრობლოგში?! ეს შეტყობინებები არამარტო გიფანტავთ გონებას, არამედ აურზაურს ქმნის თქვენს საფოსტო ყუთში.
და გახსოვდეთ: საქმიანობა და შეგრძნებები იმის თითქოს თქვენ ციბრუტივით ტრიალებთ, სულაც არ არის „ნაყოფიერი მუშაობის“ მაჩვენებელი. თქვენ შეიძლება გვიანობამდე იმუშაოთ მაგრამ მაინც ვერაფერი მოასწროთ. თუმცა შეგიძლიათ გააკეთოთ შედარებით ნაკლები, მაგრამ უკეთ და შედეგიანად. უბრალო წესებსაც კი, თუ მათ მიადევნებთ თვალს, მნიშვნელოვნად შეუძლიათ პროდუქტიულობის ზრდა და შედეგის მიღება სულ რაღაც რამოდენიმე სამუშაო დღეში თუ ამ რეჟიმში იმუშავებთ.
წყარო:http://ubr.ua