ნინო ელბაქიძე: „ეძებეთ თქვენი შვილისთვის ახალგაზრდა, გამოუცდელი მასწავლებელი“
განათლების ექსპერტი, ნინო ელბაქიძე, მშობლებს ურჩევს, რომ შვილებისთვის ახალგაზრდა, გამოუცდელი მასწავლებელი ეძებონ და ამ მოწოდებას დღეს არსებული რეალობის აღწერით ხსნის:
„ახალი ცოცხი“
„ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანე მასწავლებლებზე და ექიმებზე დაკვირვებით. გამოცდილება ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ კომპეტენციას, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოცდილებისგან ვერაფერს სწავლობენ და საქმის არასწორად კეთებას აგრძელებენ.
მასწავლებელი არასწორი მეთოდებით სწავლებას და ექიმი – არასწორი მეთოდებით მკურნალობას. ორივეს კატასტროფული შედეგები შეიძლება მოყვეს.
პრესტიჟი და კარგი სახელი, ზოგიერთ შემთხვევაში, რყვნის პროფესიონალს. ეს გარყვნა გამოიხატება პასუხისმგებლობის კლებაში, ფასების გაზრდაში და კიდევ უარესი – ამპარტავნებაში.
ზოგიერთი ცნობილი ექიმი თავს უფლებას აძლევს, პასუხი დაგამადლოს ან ზემოდან გადმოგხედოს. ჩემთვის, ექიმის კომპეტენცია იმ წამს დასამარდება სამუდამოდ და არა მხოლოდ აღარ მივალ მასთან, ყველას ვურჩევ, რომ არ გაბედოს მასთან მისვლა. ზოგიერთი დაფასებული მასწავლებელიც ასეა, მშობლებს აწეული წარბით ელაპარაკება და კერძო რეპეტიტორობას მამასისხლად აფასებს.
როგორ მივაღწიოთ ბავშვზე ორიენტირებულ განათლების სისტემას და აღმვფხვრათ სოციალური უთანასწორობა
გამოსავალი: ვეძებ და ვპოულობ შედარებით უცნობ ახალგაზრდა ექიმს, რომელიც დროსაც მახარჯავს და ცოდნასაც და თუ რამე არ იცის, წიგნშიც იხედება, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოს.
ეძებეთ თქვენი შვილისთვის ახალგაზრდა, გამოუცდელი მასწავლებელი, რომელსაც კუდი კი არ აქვს ყავარზე გადებული, არამედ მასწავლებლები, რომელთაც ადამიანობისა და პასუხისმგებლობის გამოცდაში უმაღლეს შეფასებას თავად დაუწერდით“, – წერს ნინო ელბაქიძე 29 ნოემბერს, სოციალურ ქსელში.
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები