„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება“ – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მთავრობის ვალია, რომ მუდმივ რეჟიმში იზრუნოს მასწავლებელთათვის უკეთესი პირობების შექმნაზე“.
როგორც კობახიძე ამბობს, ეს მთავრობის ვალიც არის და მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს.
„ჩვენი ქვეყნის განვითარების საუკეთესო ინტერესებშია, განსაკუთრებით დავაფასოთ მასწავლებლის ამაგი. ვზრუნავთ იმაზე, რომ მასწავლებლის პროფესიამ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი კუთვნილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. ხელისუფლებამ, იცით, რომ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.
„ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 13 სექტემბერს, პედაგოგთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ასევე იხილეთ:
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება