GE

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში – დოკუმენტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, 2022 წლის განმავლობაში, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა ოცდახუთი კანონის პროექტი და რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შვიდი საერთაშორისო ხელშეკრულება. ასავე, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ერთ დადგენილების პროექტსა და ოთხ საკანონმდებლო წინადადებაზე. ამის შესახებ ვკითხულობთ კომიტეტის ანგარიშში, რომლის დოკუმენტიც უკვე ხელმისაწვდომია და დეტალურად ასახავს საპარლამენტო უწყების გასული წლის საქმიანობას.

EDU.ARIS.GE ცალკე გამოყოფს კომიტეტის მიერ განხილულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ განათლების ბიუჯეტისთვის განსაზღვრულ ფინანსებს:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978,6 მილიონი ლარით, რაც 2022
წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მილიონი ლარით. მათ შორის თანხები
ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 293,4 მილიონი ლარი, რაც წინა წლის
დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136,0 მილიონი ლარით;

პროფესიული განათლება – 87,4 მილიონი ლარი, ბიუჯეტი გაიზარდა 18,54
მილიონი ლარით;

უმაღლესი განათლება – 148.5 მილიონი ლარი, ბიუჯეტი გაიზარდა 6 მილიონი
ლარით;

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 75,8 მილიონი ლარი, რაც
წინა წლის მონაცემებს 9 მილიონი ლარით აღემატება;

ინკლუზიური განათლება – 42,6 მილიონი ლარი, წინა წელთან შედარებით,
დაახლოებით გაიზარდა 7.7 მილიონი ლარით;

ინფრასტრუქტურის განვითარება – 229,0 მილიონ ლარამდე, წინა წელთან
შედარებით, გაიზარდა 110 მილიონი ლარით.

ასევე იხილეთ:

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

უნდა ველოდოთ თუ არა სასკოლო ასაკის კიდევ ერთ ცვლილებას წელსვე? – განმარტება პარლამენტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური