საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა 14 თებერვალს დაამტკიცა.
კომიტეტის წლის გეგმა და სტრატეგია 31 გვერდს იკავებს და მასში დეტალურად არის ახსნილი კომიტეტის თითოეული აქტივობა, მიზნები და ამოცანები.
EDU.ARIS.GE 17 თებერვლის მდგომარეობით, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას გიზიარებთ.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა
კომიტეტის თავმჯდომარემ 2023 წლის გეგმაში მთავარ საკითხად განათლების ერთიან კოდექსზე მუშაობა დაასახელა, რომლის ფარგლებშიც კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად იმუშავებს და დაიგეგმება კოდექსის დაინიცირებამდე შემუშავებული მოდელის საჯარო განხილვებიც.
„რაც შეეხება ყველაზე მთავარს, საკანონმდებლო ინიციატივას, როგორც იცით, ინიციატივა გვაქვს და ვმუშაობდით განათლების ერთიან კოდექსზე და საბოლოოდ უკვე მივიღეთ გუნდში გადაწყვეტილება, რომ ჩვენ აღნიშნულ კოდექსზე დავიწყოთ მუშაობა. პრაქტიკულად ერთი წელი გვაქვს, რომ შევქმნათ ჩონჩხი, შემდგომ კი უკვე დავიწყებთ ყველა დონის საჯარო განხილვებს ოპოზიციასთან, აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, ყველა ბენეფიციართან, ვისაც კი ეს შეეხება. მათი უკუკავშირებისა და შეჯერებული პოზიციების შემდგომ, ბუნებრივია, რასაცჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვლით, მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება ამ კოდექსის დაინიცირება. წინ გვაქვს საკმაოდ რთული, ფართო და კომპლექსური სამუშაო გასაწევი. ეს მოიცავს 7 ან 8 კანონს, რომელიც მთლიანად არეგულირებს განათლების მიმართულებას და სფეროს. კოდექსი ითვალისწინებს ამ კანონების გადამუშავებას და მათ შორის სისტემურად დალაგებას, რადგან გვაქვს შეუსაბამობები. ასევე, გვექნება ამ კანონებში ცვლილებების ინიციატივებიც“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება